თავში

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 10:27დან - 16:49 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს გონივრული იქნება არსებული საქმეები აქტუალობის მიხედვით დაახარისხოთ და მთელი მონდომებით შეეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ ყოველი მათგანი.

კურო

ფრთხილად ელექტრობასთნ და ელექტროხელსაწყოებთან. სახლში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ.

ტყუპები

შეგიძლიათ იფიქროთ მნიშნელოვან შენაძენზე, საყიდლებისას სასურველია მხოლოდ თქვენ არ მიიღოთ გადაწყვეტილება და ახლობლების რჩევაც გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

თქვენს წინაშე იღება ახალი შესაძლებლობების კარი. სიურპრიზების დღეა, მოულოდნელად უცხო, საქმიან გარემოში ან ურთიერთობებში აღმოჩნდებით.

ლომი

გამოიყენეთ შანსები და განამტკიცეთ თქვენი პოზიციები, იზრუნეთ დაგროვებასა და ფინანსური თუ მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ქალწული

გაისტუმრეთ ვალები და შეძლებისდაგვარად მოიცილეთ ყოველი მოძველებული და უსარგებლო, იქნება ეს ძველმანები საოჯახო სივრციდან თუ აზრები გონებიდან.

სასწორი

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს, ქვეითდება ენერგოტონუსი, აკონტროლეთ კვების რაციონი. ახლა სრულფასოვანი კვება და ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

მორიელი

ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და მიენდეთ ცვლილებებს, მოიცილეთ ეჭვები, ყოყმანი და ნუ მოახდენთ სიტუაციის პროვოცირებას, რადგან ამით ურთიერთობებში განხეთქილებას შეიტანთ.

მშვილდოსანი

ახლა აქტიურობა გამართლებული არ არის, მაგრამ შეგიძლიათ იმოქმედოთ გეგმის მიხედვით, მოემზადეთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის.

თხის რქა

სასურველია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ ყველგან სადაც შესაძლებელია, მთავარია არ გააღრმაოთ დაძაბულობა, თუმცა ეს დღეს საკმაოდ რთული ამოცანა იქნება თქვენთვის.

მერწყული

შესანიშნავად გაართმევთ თავს სხვადასხვა სფეროში გადასაწყვეტ პრაქტიკულ საკითხებს. შეეცადეთ წესრიგში მოიყვანოთ საჭირო დოკუმენტები და სამუშაო სივრცე.

თევზები

დაკავდით პირადი საკითხების დალაგებით, გამონახეთ დრო სასიამოვნო შეხვედრებისა და საინტერესო ღონისძებებისათვის, ასე გადალახავთ უსიამოვნო სიტუაციებს და განწყობაც გამოგიკეთდებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system