თავში

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული, მოვლენებით დახუნძლული დღეა, ამ პერიოდში მიმდინარე დიდი პლანეტარული და ენერგეტიკული ცვლილებები დიდად აისახება თქვენს ცხოვრებაზე, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი ყველას და ყველაფერს გაექცეთ.

კურო

შესაძლოა ახალი პერსპექტიული შემოთავაზებით მოგმართონ, ბრძნული და გონივრული მიდგომებით გარშემომყოფთა თვალში თქვენი ავტორიტეტი და გავლენა დღითი დღე იზრდება.

ტყუპები

ამ გლობალური ცვლილებების პერიოდში, პირად ურთირთოებში კრიზისი ახალ მიმართულებას მისცემს თქვენს ცხოვრებას, შეეცადეთ გაერკვეთ საკუთარ თავში, განჭვრიტოთ მომავალი და შეცვალოთ ცხოვრების ორიენტირები.

კირჩხიბი

საკუთარი ძალების რწმენა და თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ ფასად, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ მიაღწიოთ მიზანს, მოიპოვოთ გამარჯვება და არ დათმოტთ პოზიციები.

ლომი

თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ სხვებისთვის მისაბაძი და სამაგალითო იქნება. არც თქვენი საქმიანობა რჩება კოლეგებისა და ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა, ასე რომ იაქტიურეთ!

ქალწული

იყავით ფხიზლად და დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, შესაძლოა კოლეგების მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზმა წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. თავი შეიკავეთ აგრესიული ტონისგან და ეცადეთ თქვენი სტრატეგია არ გამოამზეუროთ.

სასწორი

დუმილი - აი ახლა რა გჭირდებათ. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, შესაძლოა დაუფიქრებელმა ფრაზებმა მტრები შეგძინონ ან უსიამოვნო კამათის ეპიცენტრშიც აღმოჩნდეთ.

მორიელი

ფართოვდება თქვენი გავლენის წრე, შემოქმედებითი მიდგომა და საქმიანი შემართება საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ გავლენიან ადამიანებს და წარმატებით გადაჭრათ საჭირბოროტო საკითხები.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს თქვენს თავში რაღაც ახალი თვისება ან უნარი აღმოაჩინოთ, დაინტერესდეთ ყვითელი პრესით ან გაგიტაცოთ ელიტარულმა ამბებმა. ეცადეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა და აქტიურობა რაიმე პროდუქტიულს მოახმაროთ.

თხის რქა

შესაძლოა დღეს დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში არის მოვლენები, რომელსაც ვერსად გაექცევით, შეძლებთ გააკეთოთ უფრო მეტი ვიდრე საერთოდ წარმოგედგინათ. იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე და მიიღეთ სიამოვნება ამ პროცესისგან.

მერწყული

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც კულისებიდან ცდილობს თქვენს დახმარებას, იღბლიანობა და სასიკეთო ცვლილებები ოპტიმიზმითა და ენერგიით გავსებთ.

თევზები

მაქსიმალურად ეცადეთ არ დაზოგოთ ძალები და დაასრულოთ დაწყებული საქმეები. განეწყვეთ ოპტიმისტურად, იმოქმედეთ და იყავით პოზიტივზე მიმართული.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system