თავში

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 03:09 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა უარი თქვათ თქვენს იდეებზე და შეცვალოთ გეგმები, დღეს დადგებით ფაქტის წინაშე, დაინახავთ შეცდომებს არჩეული გზის აბსურდულობაზე და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ.

კურო

სიტუაცია გამოაჩენს ახლებურ შანსებს მოქმედებისთვის. საქმე, რომელიც ვერა და ვერ ეწყდებოდა - ნელნელა წინ წავა, თქვენ უფრო მეტად გაიხსნებით და დიდი ალბათობით სწორ ნაბიჯებს გადადგავთ.

ტყუპები

ირგვლივ რთული გარემოა და თითქოს თქვენც უიმედობამ შეგიპყროთ. შესაძლოა ეს შფოთი და დარდი გამოიწვიოს ვიღაცის ღალატმა ან რაღაც სიტუაციის გამო უნდობლობამ, შიშმა და დაძაბულობამ. ფრთხილად იყავით თქვენივე სიტყვებთან.

კირჩხიბი

სიახლეები ახალი ენერგიითა და თავდაჯერებულობით აგავსებთ და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. შესაძლოა უკეთური ადამიანების მხრიდან კონფლიქტური სიტუაციები გამძაფრდეს, ნუ მიაქცევთ ნურაფერს ყურადღებას და მიჰყევით არჩეულ გზას.

ლომი

აქტიური დღეა, მიჰყევით თქვენს მიზნებს, მაგრამ დაიცავით სიფრთხილე და წინდახედულება. საკმაოდ პერსპექტიული წინადადებაც შეიძლება შემოგთავაზონ, მთავარია მეტი სიმშვიდე და დისციპლინა გამოიჩინოთ.

ქალწული

ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გინდათ და ამან შესაძლოა თქვენზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედოს. შესაძლოა ჩაგაფიქროთ კიდეც საკუთარმა ქმედებებმა, რას აკეთებთ სწორად, რას- არასწორად... კარგად გააანალიზეთ ყოველივე.

სასწორი

შესაძლოა თავი დაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, შინაგანად დაძაბული ხართ, თავდაჯერებულობაც კლებულობს, შეეცადეთ მშვიდად მიიღოთ ნებისმიერი სირთულე, რადგან ყველაფერი დროებითია, ყველაფერი გაივლის.

მორიელი

შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ ყველაფერი მოგბეზრდათ, დაგღალათ რაღაც პროცესებმა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დადგა კარდინალური ცვლილებების დრო!

მშვილდოსანი

ნუ დაელოდებით სასწაულებსა და სხვების დახმარებას, იმოქმედეთ საკუთარი ძალებით. გამოიყენეთ თქვენი გონებრივი უნარები და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.

თხის რქა

სიტუაციები და გარემოებები იმგვარად შეიცვლება რომ მიხვდებით - ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ეს გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან და შესაძლოა შიშმა შეგიპყროთ. სჯობს მიჰყვეთ ვითარებას და აღარ გაართულოთ. მიიღეთ ყვეალფერი ისე, როგორც არის!

მერწყული

ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, წარმატებების შანსები სამსახურში და შესაძლოა ჯილდოც კი მიიღოთ ან დაგაწინაურონ კიდეც. თავს მეტად კმაყოფილად და იღბლიანად იგრძნობთ.

თევზები

ძალიან გაგახარებთ დიდი ხნის უნახავ, თითქმის დავიწყებულ ადამიანთან შეხვედრა. შესაძლოა მიიღოთ მიწვევა საინტერესო საქმესთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system