თავში

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი ნაცნობობა და ახალი ურთიერთობები დიდ სიახარულს მოგიტანთ, მთავარია იმოქმედოთ სწორად და გულწრფელად, ახლა შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვთ.

კურო

სასურველია თქვენი ძალები ფინანსური საკითხებისა და ბიზნესპროექტების განხილვა-წარმოებისკენ მიმართოთ. იყავით უფრო მოქნილი კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ, ერიდეთ გაუგებრობებს.

ტყუპები

ნუ იტყვით უარს სხვათა დახმარებაზე. დიდი ალბათობით ეს ადამიანები მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამომავლოდ თქვენს საქმიანობაში.

კირჩხიბი

გადაანაწილეთ დრო და საქმეები სწორად, რათა თავიდან აიცილოთ საყვედურები და სიტუაციის გართულება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

ლომი

სასიკეთოდ ვითარდება ფინანსური საკითხები, იზრდება შემოსავლებიც, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, სჯობს გადახედოთ ფულთან თქვენს დამოკიდებულებას.

ქალწული

ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე ან ნეგატივზე სხვათა მხრიდან, შეეცადეთ იპოვნოთ გამოსავალი არეული სიტუაციიდან და მოირგოთ „მშვიდობის მტრედის“ როლი.

სასწორი

მოერიდეთ ტოქსიურ ადამიანებთან კონტაქტს, ნურავის ნურაფერს დაპირდებით. გადახედეთ ზოგადად თქვენს ცხოვრებას, კომუნიკაციებს. შემოიკრიბეთ ის ადამიანები, რომელიც თქვენს გუნება-განწყობას ამაღლებენ.

მორიელი

დღეს შეგიძლიათ შეეჭიდოთ დამატებით სამუშაოს, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთად, ეს დრო ხელს უწყობს სულიერი თუ სამეცნიერო კუთხით განვითარებას, შეხედეთ პრობლემებს ფილოსოფიურ ჭრილში.

მშვილდოსანი

იყავით უფრო თავდაჯერებული და ინიციატივიანი, როგორც საქმიან ასევე პირად-სასიყვარულო სფეროში, შეძლებთ დიდებულად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები. ნურავის დაპირდებით იმაზე მეტს ვიდრე შეგიძლიათ.

თხის რქა

შესაძლოა მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გაიაზრეთ ყველაფერი, მათ შორის რისკფაქტორებიც, ნუ გამოცდით იღბალს, იყავით ფრთხილად.

მერწყული

მნიშვნელოვანია იყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ახლობლებს, გაინებივრეთ თავი ახალი შენაძენით. იზრუნეთ იმაზე რომ კომფორტულად გამოიზამთროთ.

თევზები

იყავით აქტიური და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. სამყარო ახლა თქვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილია, გამოიყენეთ ეს შანსი, რათა ირგვლივ მიმდინარე ცვლილებები სასიკეთოდ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system