თავში

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე19-20  დღე. შესანიშნავი დღეა კომუნიკაციისთვის. სერიოზული საქმეები დილით უნდა დაიგეგმოს. სწორედ ამ დროს ადვილი ხდება კონცენტრირება, რაიმე მნიშვნელოვანზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება, კამათის მიზეზი არ არსებობს.

შუადღე არ იქნება ისეთი სასიამოვნო. გაგიჩნდებათ რუტინისგან თავის დაღწევის სურვილი. კარგია გრძელვადიანი გეგმების შედგენა, ინტუიცია გამძაფრდება.

ვერძი - უმჯობესი იქნება, თუ ცოტა ხნით საპასუხისმგებლო საქმეებს სხვებს გადააბარებთ. ნუ აქცევთ ადამიანის რეგალიებსა და ტიტულებს ბევრ ყურადღებას.

კურო - არ ჩაერიოთ არავის კონფლიქტში და უფრო მეტიც, არ დაიჭიროთ არც ერთი მხარის პოზიცია. არ შეულახოთ ახლობლებს თავმოყვარეობა.

ტყუპი - ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვებს, ახლობლების საქმეების მოგვარებას და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. არავის არაფერი ურჩიოთ, ვინ აქცევს ყურადღებას სხვის რჩევებს?..

კირჩხიბი - გარშემო მყოფებისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება იმ გასაღებს მიაგნოთ, რაც საიდუმლოებების ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოუსმინეთ ერუდირებულ ადამიანებს.

ლომი - კარგი დღეა სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის. ზოგიერთს დაუგეგმავი მგზავრობა გელით. შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.

ქალწული - გარშემო მყოფებს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და შეიძლება მათ ისე მოგატყუონ, რომ ვერც მიხვდეთ. გათავისუფლდით ილუზიებისგან.

სასწორი - გარშემო მყოფები საჩუქრებითა და სიურპრიზებით,ხოლო ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ და დატკბით ბედნიერებით.


მორიელი - არ ჩაერიოთ ჩხუბში. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებსა და ხმებს. დააკვირდით, გარშემო მყოფების საქციელს და გაიგებთ მათ რეალურ ინტერესებს.

მშვილდოსანი - საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. შეიძლება საჩუქრებიც მიიღოთ ან გამოცდილება. ზოგიერთს ახალი სპონსორი გამოუჩნდება და თავისი იდეების განხორცილებას შეძლებს.

თხის რქა - დაფიქრდით, შეიძლება ზედმეტმა ორგანიზებულობამ კარგი შედეგი არ მოგიტანოთ და გარშემო მყოფებთან უსიამოვნებას გადაგყაროთ. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი.

მერწყული - ნუ დასვამთ ისეთ კითხვებს, რომ პასუხებმა გული გატკინოთ. იყავით მეტად ორიენტირებული ჯანმრთელობაზე. ზოგიერთი სპორტდარბაზში ჩაეწერება.

თევზები - შეიძლება სწორედ დღეს განახორციელოთ ის იდეა/გეგმა, რომელიც წლების წინ გაგიჩნდათ. იყავით ზომიერად ამბიციური. აკეთეთ ის საქმე, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system