თავში

25 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დროა გადახედოთ თქვენს საქმიანობას და სოციალურ აქტივობებს. გონივრული მოქმედებით მიმდინარე მოვლენების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. იმოქმედეთ პრინციპით- ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კურო

შესაძლოა თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა მოგიწიოთ. რადგან ზოგიერთი ადამიანის კრიტიკული დამოკიდებულება და პირობების დარღვევა პრობლემებს მოგიტანთ გადაწყვეტილებების განხორციელებაში.

ტყუპები

არ მოდუნდეთ და ფხიზლად მიჰყევით დროისა და მოვლენების დინებას, კარგი დროა ანალიზისა და ფინანსური თუ სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად.

კირჩხიბი

თქვენი კომფორტი და თავდაჯერებულობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ნათლად აღიქვამთ ყოველივეს, ეს უკავშირდება არა მხოლოდ საგნებსა და გარემოს, არამედ აზრებსა და ემოციებს.

ლომი

დიდია ალბათობა დადებითად გადაჭრათ საკითხები, რომლებიც ხანგრძლივი დროით გაურკვეველი იყო, მთავარია თავი ხელში აიყვანოთ, ნუ იქნებით კატეგორიული და ზედმეტად პრეტენზიული და ყველაფერი კარგი შედეგებით დასრულდება.

ქალწული

დღეს შესაძლებლობა გაქვთ თქვენთვის აქტუალურ თემაში ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოთ. შესაძლოა გაუმჯობესდეს თქვენი საქმიანი, სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობა. დაგეგმეთ ხანგრძლივვადიანი პროექტები.

სასწორი

ტკბილი საუბრითა და დიპლომატიით ბევრის გულს მოინადირებთ, თქვენ გაქვთ უნარი ვითარებას სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ და გაითვალისწინოთ სხვათა ინტერესები, სწორედ ეს ყოველივე სასურველ შედეგს მოგიტანთ.

მორიელი

შეიტანეთ კორექტივები თქვენს მიზნებში და მეტი მონდომება გამოიჩინეთ მათი რეალიზებისთვის. შეუპოვრობით და არაორდინალური მიდგომებით ბევრს შეცვლით თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

ხალხის ფართო მასებთან ურთიერთობა და მათთან ხანგრძლივად ყოფნა ახალი შემოქმედებითი ძალებით აგავსებთ და შესაძლოა შემოქმედებით საქმიანობაში მნიშვნელოვანი შედეგებიც დადოთ.

თხის რქა

ნაყოფიერი, საინტერესო დღეა. აქტიურდება შემოსავლების ან საკუთრების გადანაწილების საკითხი, თუმცა მოსალოდნელია გაუგებრობები და გაურკვევლობაც სამსახურეობრივ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით გადაადგილებისას.

მერწყული

მიუხედავად ირგვლივმყოფთა პროვოკაციული გამოხტომებისა თუ დაკვირვებით და გონივრულად იმოქმედებთ, საკმაოდ დიდ ნახტომს გააკეთებთ კარიერულ ასპარეზზე და კოლექტივის აღიარებასაც კი დაიმსახურებთ.

თევზები

კარგი დროა გაუგებრობების მოსაგვარებლად, ურთიერთობების დასალაგებლად, ახლობელმა ან მეგობარმა შესაძლოა უჩვეულო, საიდუმლო ინფორმაცია გაგანდოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system