თავში

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 15:32 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა საცხოვრებლად სხვაგან, სულაც სხვა ქალაქში გადასვლა დაგეგმოთ, აქტუალური გახდეს ბავშვებთან დაკავშირებული თემა. გარკვეული სახის მნიშვნელოვანი მოვლენა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

კურო

შესაძლოა წარსულიდან წამოტივტივდეს რაღაც სიტუაცია, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ, თუმცა მაინც შეძლებთ ენერგია მიმართოთ ცხოვრების მნიშვნელონად გაუმჯობესებაზე და საერთო ჯამში ყველაფერი სასიკეთო შემოტრიალდება.

ტყუპები

დღეს შესაძლოა დიდი ხნის საოცნებო მოულოდნელი შეხვედრა შედგეს, რომელიც სიყვარულით აგავსებთ, ზოგიერთისთვის კი პირიქით- იმედგარუება გაიძულებთ ხაზი გადაუსვათ ურთიერთობებს და დასვათ წერტილი.

კირჩხიბი

განმარტოვდით, დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე, კარგი დღეა ურთიერთობების გასარკვევად, სხვადასხვა სახის გაუგებრობების გასარჩევად და მეტი სიცხადის შესატანად თქვენს სურვილებში.

ლომი

ახლა აუცილებელია მოზღვავებული ენერგია ფიზიკური შრომისკენ მიმართოთ, დაიხარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ენერგიამ შესაძლოა თავი ჩხუბსა და კონფლიქტებში იჩინოს.

ქალწული

დიდია გაუგებრობებისა და კონფლიქტების ალბათობა. საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ დროებით გაერიდებით ყოველდღიურობას, გახვალთ ქალაქგარეთ და მეტი დროის ნაწილს დასვენებასა და განტვირთვას დაუთმობთ.

სასწორი

სასურველია მეტი მზრუნველობა და გულისხმიერება გამოიჩინოთ ახლობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ნუ ეცდებით საკუთარი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალებას.

მორიელი

მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, ნუ გადაიღლებით და არ დატოვოთ რეაგირების გარეშე თქვენი ორგანიზმის მინიშნებები. რაც შეიძლება მშვიდად მოახდინეთ რეაგირება სხვათა კრიტიკულ შენიშვნებზე.

მშვილდოსანი

შეინარჩუნეთ ზომიერება და აკონტროლეთ ამბიციები და მესაკუთრეობა, თუმცა საჭიროებისას ნუ დათმობთ თქვენს პოზიციებსა და მიზნებს. ნურავის მისცემთ საშუალებას მიითვისოს ის, რაც თქვენია.

თხის რქა

იმოქმედეთ სტრატეგიულად, დაგეგმეთ, გაიაზრეთ დეტალები, იმოქმედეთ ჩვეული შემართებით და ყველაფერი გამოვა, მიზანი ძალიან ახლოსაა, დრო თქვენს მხარესაა, ისწრაფეთ ახალი სიმაღლეებისკენ.

მერწყული

შთაგონება ახალი მწვერვალების დაპყრობისკენ გიხმობთ, თქვენ თავად ხართ საკუთარი წარმატების შემქმნელი. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ დიდებულ შემოთავაზებებს.

თევზები

შესაძლოა თავი იჩინოს ძველმა პრობლემებმა, ამიტომ მეტი კეთილგონიერება, ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system