თავში

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე დილით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

მთვარის დაბნელება! (პიკი 15:14 სთ.) შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, წინდახედული იყავით გზებზე.

უგეზო მთვარეა 01:20 დან - 06:39 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მოსალოდნელია ბედ-იღბლის რადიკალური ცვლილებები, ვარსკვლავური განლაგება შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების შემომტანი გახდეს, იყავით ყურადღებით, ნუ მისცემთ ნეგატიურ აზრებს თქვენი მართვის საშუალებას.

კურო

დღეს უმჯობესია სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში მოერიდოთ სპონტანურ ქმედებებს. სასიკეთოა სხვადასხვა სამედიტაციო პრაქტიკები, ლოცვა. იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფთა მიმართ.

ტყუპები

ხშირად მოუსმინეთ თქვენს გულსა და ინტუიციას, შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა თქვენს ცხოვრებასა და ზოგადად აზროვნებაში, რათა მიაღწიოთ ახლობლებთან ურთიერთგაგებასა და ჰარმონიას.

კირჩხიბი

დღეს უმჯობესია იზრუნოთ თქვენი შინაგანი სამყაროს გარდასახვაზე, ყური მიუგდეთ ახლობლების სასიკეთო რჩევებს და შეცვალეთ ნელნელა თქვენი გარემო. თუ ამის საჭიროება იქნა განმარტოვდით, შექიმენით თქვენთვის კომფორტული გარემო.

ლომი

იფიქრეთ და დაიმუხტეთ პოზიტიური ენერგიებით, საკუთარი ძალების რწმენა, ვარსკვლავური კეთილგანწყობა და ლიდერული თვისებები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

ქალწული

იყავით უფრო მოქნილი და შეეცადეთ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საერთო თუ პირად საქმეებს, ნუ გაექცევით პრობლემებს, გააანალიზეთ და მშვიდობიანად იმუშავეთ მათი გადაჭრის გზებზე.

სასწორი

შესაძლოა დღევანდელმა დღემ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები შეიტანოს. შეეცადეთ ემოციური ბალანსი შეინარჩუნოთ. ლოცვა და მედიტაცია დაგეხმარებათ არასასიკეთო ენერგიების განეიტრალებაში.

მორიელი

გათავისუფლდით ზედმეტი განცდებისა და ემოციებისგან, შეეცადეთ განსაკუთრებული ყურადღება მიმართოთ სამსახურისა და ფინანსებისკენ, წინასწარ დაგეგმეთ მოქმედების სცენარი.

მშვილდოსანი

ნეგატივს საპასუხო ნეგატივით ნუ დაუპირისპირდებით. ეცადეთ რაიმე გზით გამონახოთ საერთო ენა მოწინააღმდეგეებთან და კომპრომისით მოახერხოთ თანაარსებობა საერთო გარემოში.

თხის რქა

ჩამოაყალიბეთ თქვენი კონკრეტული მიზანი, მეტი თანაგრძნობით მოეკიდეთ ახლობელთა სურვილებსა და საჭიროებებს, იზრუნეთ ოჯახის ხანდაზმულ წევრებსა და ბავშებზე, დაამყარეთ ჰარმონია თქვენს სივრცეში.

მერწყული

აკეთეთ მხოლოდ ის საქმე რაც სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ, იფიქრეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და წინსვლაზე, იაქტიურეთ და დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

თევზები

დაისვენეთ, მოიშორეთ ნეგატიური აზრები. განწყობას გამოგიკეთებთ ენერგიის მიმართვა რაიმე კონკრეტული ფიზიკური საქმისკენ, ამ გზით სწორად გადაანაწილებთ თქვენს ძალებს და თავიდან აიცილებთ იპმულსურობასა და უხეშობას სხვების მიმართ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system