თავში

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 11:16 დან 17:37 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

მიზნის მისაღწევად საჭიროა საქმიანობაში სიახლეები შეიტანოთ, გამოიყენეთ თქვენი გამომგონებლური უნარები, ექსპერიმენტები, იმოქმედეთ სწრაფად და დიდ დროს ნუ დაკარგავთ ფიქრისთვის.

კურო

არის ალბათობა მიიღოთ საჩუქრები, რომლებიც თქვენში აღფრთოვანებას გამოიწვევს, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თქვენც გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები ირგვლივმყოფ ადამიანებს.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შესაძლოა თქვენთვის საინტერესო ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ და ვერ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეეცადეთ მოაგვაროთ ურთიერთობები და სამუდამოდ არ გაწყვიტოთ ძველი კავშირები.

კირჩხიბი

შანსი გაგიჩნდებათ გადაჭრათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ხანია შფოთავდით.

ლომი

შეცვალეთ ან დაიწყეთ რაიმე ახალი თქვენს ცხოვრებაში, გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებაც კი დიდ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს შეგმატებთ, დიდია ახალი საინტერესო ნაცნობობის ალბათობა.

ქალწული

თუ გამოიჩენთ სიფრთხილესა და მოთმინებას და დინჯად მიჰყვებით საქმეს შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, აჩქარებით კი შესაძლოა უსიამოვნებებს გადაეყაროთ.

სასწორი

დღეს, შესაძლოა ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ, არ არის გამორიცხული სწორედ მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.

მორიელი

ეცადეთ თქვენი მთავარი ენერგია ოჯახზე ზრუნვასა და შინაური საქმეების, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინტუიციის გამოყენებით, შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი გაუგებრობა და დაბრკოლება.

თხის რქა

შეინარჩუნეთ საღი აზრი ნებისმიერი სირთულეებისას, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.

მერწყული

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შესაძლოა ახალი მოკავშირეების დახმარებით წარმატება მოიპოვოთ თქვენს საქმიანობასა და ბიზნესში.

თევზები

ნუ აჰყვებით ქაოტურ ფიქრებს, შფოთსა და შიშებს, მოეშვით ყველა წვრილმანზე კონცენტრირებას. სასიამოვნო სიურპრიზების ალბათობაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system