თავში

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი ჩვეულ რიტმში ვითარდება, მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი და დღე იმ ადამიანებთან გაატარეთ, რომელთა კომპანია თქვენზე სასიკეთოდ აისახება.

კურო

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში და მეტად იურთიერთეთ გარშემომყოფებთან. თავი დაანებეთ ძველი საქმეების გარჩევას და ყურადღება მიაქციეთ ახალ ფინანსურ შემოთავაზებებს.

ტყუპები

დღეს შანსი გექვთ საუკეთესო შედეგები მიიღოთ ნებისმიერ საქმიანობასა და ნებისმიერ სფეროში. ახლობლები, მეგობრები და კოლეგები დიდი ენთუზიაზმით აიტაცებენ თქვენს იდეებს.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს, აგრეთვე ხალხმრავალ ადგილებს, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე.

ლომი

შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი ნაცნობობის დღეა, იყავით ყურადღებით, რადგან ახალ ურთიერთობებში არაჯანსაღ ადამიანებს შეიძლება გადაეყაროთ. დაეყრდენით ინტუიციას.

ქალწული

დალაგეთ პრიორიტეტები და დაგეგმეთ მომავალი ნაბიჯ-ნაბიჯ. იზრუნეთ ავტორიტეტის ამაღლებაზე და არ დაუშვათ წარუმატებლობა თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

სასურველია ამ ახლო პერიოდში თავი შეიკავოთ ელექტრო მოწყობილობების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მანქანის შეძენისგან. დიდი ალბათობით მათი შეძენა პრობლემებს მოგიტანთ.

მორიელი

გამოიჩნეთ ყურადღება და სიფხიზლე საქმიანი წინადადებების მიმართ. უკეთური ადამიანებისგან მოტყუების ცდელობის ალბათობაა, დაკავდით თქვენს ირგვლივ კომფორტული გარემოს შექმნით.

მშვილდოსანი

დააკვირდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას და გააზრებულად გააკეთეთ მნიშვნელოვანი არჩევანი.

თხის რქა

შეეცადეთ გამოავლინოთ მთელი თქვენი ნიჭი და შესაძლებობები, კარგი დროა ერთობლივი, ჯგუფური საქმიანობისთვის, ახალი სამეგობრო კავშირების გაბმისთვის, ახალი ფინანსური წყაროების მოძიებისთვის.

მერწყული

მოიცილეთ სახლიდან ყოველგვარი ნივთი და საგანი, რომელიც ნეგატიურ პერიოდებს უკავშირდება, გათავისუფლდით შიშებისა და აბეზარი ფიქრებისაგან. გამოათავისუფლეთ სივრცე თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის.

თევზები

პირად-სასიყვარული და ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას დაეყრდენით არა მხოლოდ შეგრძნებებსა და ინტუიციას, არამედ - გამოცდილებას. ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system