თავში

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ პირად-სასიყვარულო თემასთან დაკავშირებით. ნუ დაიღლით გონებას არაფრისმომცემი საკითხების ანალიზით, მოეშვით და მიენდეთ სამყაროს.

კურო

კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად, იზრუნეთ საკუთარი გარემოს ლამაზად მოწყობაზე. კარგი დღეა, ასევე ოთხფეხა მეგობრის შესაძენად, ის თქვენს ცხოვრებაში სიხარულს შემოიტანს.

ტყუპები

დღეს შეგიძიათ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, შემოქმედებით და სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, წარმატებით დააგვირგვინებთ ადრე დაწყებულ საქმეებს.

კირჩხიბი

სასურველია მოაწესრიგოთ თქვენი სივრცე და ის უფრო კომფორტული გახადოთ. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და უნარები გარემომცველი სივრცის მოწყობისა და ჰარმონიზაციისთვის.

ლომი

პრაგმატული და საქმეებით დახუნძლული დღეა, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს თქვენს კარიერულ წინსვლაში. იყავით თამამი და გაბედული.

ქალწული

დღეს ყველაფერი ხელს გიწყობთ იმაში, რომ თქვენი მიზნების განხორციელება შეძლოთ, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება ფინანსური საკითხის მოწესრიგება და გაბედული მოქმედება.

სასწორი

შესაძლოა მოლოდინების გამო იმედგაცრუებული დარჩეთ, დარწმუნდებით რომ თქვენი ქმედება არასწორი იყო, ახლა სჯობს უკან დაიხიოთ და სამოქმედოდ უკეთეს პერიოდს დაელოდოთ.

მორიელი

იყავით ყურადღებით რათა სამყაროსგან ბოძებული შანსები დროულად შეამჩნიოთ და გამოიყენოთ. იყავით სტრატეგიული, მაგრამ მოუსმინეთ ინტუიციას.

მშვილდოსანი

ყველაფერი თქვენს გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, წარმატებას წარუმატებლობაც მოსდევს და პირიქით, ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილია. შეინარჩუნეთ ზომიერება.

თხის რქა

გრანდიოზულ საქმეების წამოწყებისთვის ხელსაყრელი დრო არ არის, გაიკვლიეთ გზა მიზნისკენ მცირე ნაბიჯებით. ნუ შეცვლით კარდინალურად თქვენს ცხოვრებას, მაგრამ შეცვალეთ სტრატეგია, იყავით უფრო მოქნილი.

მერწყული

დიდია მოტყუების ალბათობა, შესაძლოა დაუპირისპირდეთ მატყუარა ადამიანს თუმცა სიმართლე თქვენს მხარესაა, ამიტომ მოგიწევთ მისთვის ადგილის მიჩენა ან თქვენი ცხოვრებიდან მისი გასტუმრება.

თევზები

მოემზადეთ ახალი სტარტისთვის. სამყარო დიდ სიახლეებსა და გამოწვევებს გპირდებათ, ნუ დააგდებთ მოქმედების ტემპს და წარმატებასაც მალე მიაღწეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system