თავში

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 07:36 დან - 10:08 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ამბობენ თქვენზე ხელმძღვანელი პირები და საქმეში გამოცდილი ადამიანები. მათი რჩევები და გამოცდილება დაგეხმარებათ იპოვნოთ სწორი გამოსავალი და მოაგვაროთ უთანხმოებები.

კურო

თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ ადვილად მოიპოვებთ წონასწორობას, როგორც შინაგან, ასევე გარე სამყაროშიც. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე, რათა გახდეთ უფრო თავდაჯერებული და დადებითი გავლენა მოახდინოთ ირგვლივმყოფებზე.

ტყუპები

შესაძლოა წარსულიდან თავი შეგახსენონ ადამიანებმა ან სიტუაციებმა, ან გაიგოთ რაღაც გასაიდუმლოებული ინფორმაცია. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები გავლენიან ადამიანებთან.

კირჩხიბი

ეჭვები და დაბნეულობა იქნება უთანხმოების მთავარი მიზეზი. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გამოტანას, რადგან აპ პერიოდში შესაძლოა ვითარება ობიექტურად ვერ შეაფასოთ.

ლომი

წარმატებით მოაგვარებთ ყოველგვარ საქმესა და ურთიერთობებს, უბრალოდ შეეცადეთ მოუსმინოთ ოპონენტებსაც და დიალოგი მშვიდობიანად წარმართოთ.

ქალწული

შესაძლოა შეიტყოთ საქმიანობასთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია, გამოჩნდებიან თქვედამი კარგად განწყობილი, გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მფარველობას გაგიწევენ და პროგრესს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

შეეცადეთ საქმიან სფეროში ორიენტირებული იყოთ ადამიანის პროფესიულ თვისებებზე და კონცენტრირდეთ ორივე მხარისთვის სასიკეთო მოგებასა და სარგებელზე.

მორიელი

სასურველია იფიქროთ თქვენი სამუშაოს სტილისა და მიდგომების შეცვლა-გადახალისებაზე. პარტნიორებთან ურთიერთობებზე, განაახლეთ ყველაფერი მოძველებული და შეიტანეთ სიახლეები.

მშვილდოსანი

მეგობრული კავშირები უფრო სანდო და მისაღები ხდება, რის შედეგადაც მატულობს თქვენი წარმატების შანსები. როგროც საზოგადოებრივ, ასევე პირად სასიყვარულო სფეროში.

თხის რქა

სასურველია ეს დრო გამოიყენოთ პარტნიორებთან პროფესიული საკითხების განხილვა -დალაგებაზე. გაითვალისწინეთ მხოლოდ რომ პრეტენზიებით და ზედმეტი მოთხოვნებით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ.

მერწყული

შედეგიანი იქნება საქმიანი ვიზიტები. სასიკეთოა წარმოების რეორგანიზაცია, ხელშეკრულებების დადება. დაგეგმეთ ღონისძიებები და საპასუხისმგებლო გამოსვლები, დიდი ალბათობით იოლად გადალახავთ ყოველგვარ წინააღმდეგობას.

თევზები

ახალი სასიკეთო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ცვლილებებია მოსალოდნელი კოლეგებთან და პარტნიორულ ურთიერთობებში. მნიშვნელოვნად მატულობს თქვენი თავდაჯერებულობა, რის გამოც ნებისმიერ სფეროში წარმატებას ადვილად მიაღწევთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system