თავში

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 16:00დან - 21:37 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა დროებით დაიკაოთ ან შეითავსოთ თანამშრომლის ადგილი, პოზიცია ან მოგიწიოთ ისეთი საქმის კეთება, რომლის გამოცდილებაც არ გაქვთ. მიუხედავად სიახლისა, ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ თავს.

კურო

გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე შესაძლოა მოგიწიოთ გეგმებისა და განრიგის შეცვლა, გადაახარისხეთ საქმეები და იყავით დროში მეტად მოქნილი.

ტყუპები

სამსახური მოიცდის...სასურველია მოინახულოთ ახლობელი ადამიანები, მშობლები თუ ისინი თქვენგან მოშორებით ცხოვრობენ, ნუ დაიშურებთ მათ მიმართ სიყვარულს და გამოხატეთ თქვენი გრძნობები.

კირჩხიბი

დიდად სასიკეთო იქნება თუ ვინმესთან ერთად გაატარებთ დროს, შესაძლოა დღეს არაერთი საინტერესო რამ მოხდეს, არც პატარა თავგადასავლებია გამორიცხული, ეს პერიოდი დაუვიწყარი იქნება თქვენთვის.

ლომი

მოულოდნელი, მეტად სასიამოვნო სიურპრიზები და სიტუაციები დიდ შემოსავლებსა და ცხოვრებისეულ ცვლილებებსაც მოგიტანთ.

ქალწული

თავს ყველგან კომფორტულად გრძნობთ, მხიარული შეხვედრებისა და ღონისძიებების დროა, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება.

სასწორი

ამ ეტაპზე ფინანსების თემა ძალიან აქტუალურია. ფრთხილად კანონთან და კანონდამცველებთან, ყურადღება გამოიჩინეთ დეტალების მიმართ, იკმარეთ ის რაც გაქვთ.

მორიელი

ამოქმედდით, ინტუიცია გიკარნაებთ როგორ გამოხვიდეთ შექმნილი რთული სიტუაცუდან, უფრო მეტი ნდობა გქონდეთ საკუთარი თავისა და ძალების მიმართ.

მშვილდოსანი

რაღაც ახლისა და განსხვავებულის წინაშე აღმოჩნდებით, თითქოს დრო ჩერდება, თქვენი მთავარი ამოცანაა გადადგათ პირველი ნაბიჯი, დაიწყოთ საუბარი. მთავარია დაიწყოთ!

თხის რქა

იყავით ფრთხილი და მოთმინება გამოიჩინეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ მგზავრობას, გზებზე მეტად მოწესრიგებული იყავით, როგორც მართვისას ასევე გზაზე ფეხით მოძრაობისას.

მერწყული

მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები და უთანხმოებების გამწვავება, წამიერი სისუსტის გამო წყალში ნუ გადაყრით წლობით ნალოლიავებ ურთიერთობებსა და კავშირებს.

თევზები

კონფლიქტური სიტუაციისას ნუ აარიდებთ თავს სიტუაციის ბოლომდე გარკვევას. კონსტრუქციული საუბარი ყველაფერს მოაგვარებს. გახსოვდეთ რომ სიმართლე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ყოველთვის ჯობია ტკბილ ტყუილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system