თავში

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 05:06 დან - 10:33 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ბევრი რამ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. ირგვლივ წარმოქმნილი გარემოებები გაიძულებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ და ენერგია მიმართოთ ვითარების და არა თქვენთვის სასარგებლოდ.

კურო

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. გადააფასეთ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა, არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეთ.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, კარგი იქნება პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება, აიმაღლეთ განწყობა. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.

კირჩხიბი

ნუ ეჯაჭვებით წარსულს და ნუ ჩაეძიებით განვლილი ცხოვრების შეცდომებს, იყავით უფრო კეთილგანწყობილი სხვათა მიმართ, სიყვარულსა და შემოქმედებაში შეიტანეთ ნათელი ფერები და იყავით მეტად ოპტიმისტური.

ლომი

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა არაადეკვატური რეაქცია გქონდეთ გარკვეულ საკითხებზე, არ არის გამორიცხული განმარტოების სურვილიც გაგიჩნდეთ, ამავე დროს მეტ თავისუფლებას იგრძნობთ. შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია.

ქალწული

ის რაც ადრე გახალისებდათ და გახარებდათ ახლა შესაძლოა ძალიან მოსაწყენად და ნაცრისფრად მოგეჩვენოთ. გახალისდით, გაფერადდით და ეცადეთ ცვლილებები შეიტანოთ ყოველდღიურობაში.

სასწორი

კარიერული კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა დიდი ხნის სანუკვარი სურვილიც აისრულოთ, ყველაფერთან ერთად არ დაგავიწყდეთ, რომ მატერიალურის გარდა სულიერი საზრდოც საჭიროა.

მორიელი

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ყურადღება მიაქციეთ ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას, სწორედ მასზეა დამოკიდებული იმუნური სისტემის მდგრადობა.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, შესაძლოა სხვადასხვა გარემოებებიდან გამოწვეული სასამართლო პროცესებმა ან საკანონმდებლო ორგანოებთან გაუგებრობებმა იჩინოს თავი.

თხის რქა

დღეს საკმაოდ გაღიზიანებული ხართ, რაც უფრო მეტად აჰყვებით ნერვებს, მით უფრო გააღმავებთ კონფლიქტს საყვარელ ადამიანებთან, კარგი იქნება თუ მეგობრებს გაუმხელთ თქვენს პრობლემებს, ისინი დაგეხმარებიან გაუგებრობების მოგვარებაში.

მერწყული

კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ, დიდი შანსია აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც თქვენი თანამგზავრი იქნება, შესაძლოა სწორედ ის არის თქვენი ცხოვრების სიყვარული რომელსაც აქამდე ეძებდით.

თევზები

ელოდეთ რაღაც უჩვეულოსა და არაჩვეულებრივს, იაქტიურეთ, იმოქმედეთ, იყავით თავდაჯერებული და წინ თქვენი მიზნებისკენ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system