თავში

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ორაზროვანი გამოთქმები და გაურკვეველი შენიშვნები ცუდად აისახება ირგვლივმყოფთა განწყობაზე. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე ურთიერთობებში. უადგილო ხუმრობაც კი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

კურო

იყავით მზად მოულოდნელი ცვლილებებისთვის, შესაძლოა სიტუაცია ნეგატიურად შემობრუნდეს და ვერ მიიღოთ ის შედეგი, რომელსაც ელოდით. იყავით ფხიზლად.

ტყუპები

ახალი ნაცნობობა მეტად სასიკეთო გავლენას იქონიებს თქვენს მომავალზე, არ მოდუნდეთ, შეეცადეთ მეტი შეუპოვრობა და ინტერესი გამოიჩინოთ მის მიმართ, თქვენი ძალისხმევა არა მარტო კარგ საქმიან პარტნიორს, არამედ საუკეთესო მეგობარსაც შეგძენთ.

კირჩხიბი

ახლა თქვენი ენერგოტონუსი შედარებით დაქვეითებულია, ამიტომ მეტი დრო დაუთმეთ სიჯანსაღესა და სუფთა ჰაერზე ყოფნას. საქმიანობაში გარკვეული კრიზისული სიტუაციაა მოსალოდნელი. ახლა ის დროა მოიფიქროთ რაიმე ახალი.

ლომი

დაზოგეთ ძალები, იყავით თავდაჭერილი და ნუ აჰყვებით ემოციებს, კონცენტრირდით საჭირო ამოცანების გადაჭრაზე. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი პროექტები და საინტერესო ნაცნობობა.

ქალწული

სასურველია კარგად დაისვენოთ, გონივრულად დაგეგმეთ საყოფაცხოვრებო საქმეები და შეუდექით მათ განხორციელებას თანამოაზრეებთან ერთად. დარწმუნებული იყავით რომ ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

სასწორი

თქვენი სასიკეთო განწყობა დიდად იმოქმედებს ირგვლივმყოფ ადამიანებზეც, გელოდებათ გულუხვი კომპლიმენტები და შექება, თქვენით აღფრთოვანებულნი არიან. დატკბით საკუთარი თავით.

მორიელი

იყავით მეტად გაბედული, კარი ღიაა და თამამად შეაბიჯეთ ახალ სამყაროში, წინ დიდი პერსპექტივები და ახალი საინტერესო ჰორიზონტებია. მთავარია მოინდომოთ და გჯეროდეთ გამარჯვების.

მშვილდოსანი

ნუ შეეცდებით ვინმესთვის რაიმეს მტკიცებას. დიდი ალბათობით თქვენ თავად უმზერთ სამყაროს ვარდისფერი სათვალით, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.

თხის რქა

კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება და კონტაქტი ცოცხალ ბუნებასთან. ყური მიუგდეთ სამყაროს ხმას, მინიშნებებს და იზრუნეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე.

მერწყული

ნუ მოინდომებთ ზედმეტად ბევრს, სასურველია მცირე ნაბიჯებით იაროთ მომავლისკენ, ასეთ შემთხვევაში ყველაფერს წარმატებით მოახერხებთ და შედეგებიც გაგახარებთ.

თევზები

სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით და გათვალეთ სათადარიგო გზები, იმ შემთხვევისთვის თუ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ არ განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system