თავში

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად, სასურველია აგრეთვე მოიშოროთ ვალები და გათავისუფლდეთ უსიამოვნო ტვირთისა და პრობლემებისგან. ამგვარი ქმედებით მოიზიდავთ წარმატების ენერგიებს.

კურო

დასვენება და მედიტაცია დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, აგრეთვე სწრაფად შეძლებთ სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გადაჭრას, ფხიზელი გონებით უკეთ გაერკვევით ადამიანებშიც.

ტყუპები

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა გააქტიურება, რაც ნაკლებად იკონტაქტებთ გარშემომყოფებთან, მით მეტად გაგიმართლებთ ბიზნეს საქმიანობაში.

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა დღეს ახლობელმა ფინანსური დახმარებისთვის მოგმართოთ. მხარი დაუჭირეთ მათ და დაეხმარეთ, ახლა ეს გამართებულია.

ლომი

შეცვალეთ თქვენი გარემო, შეიცვალეთ იმიჯი, განაახლეთ თქვენი გარდერობი, იზრუნეთ გარეგნობაზე, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი, გაახარეთ სიურპრიზებით თქვენი ახლობლები.

ქალწული

კარგი იქნება თუ საოჯახო საქმეებს მიხედავთ, შეგიძლიათ კოსმეტიკური რემონტი წამოიწყოთ. შეეცადეთ მეტად კეთილგანწყობილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ.

სასწორი

შესაძლოა რუტინულმა საქმიანობამ დიდი დრო და ენერგია წაიღოს, იზრუნეთ გუნება-განწყობისა და ენერგოტონუსის ამაღლებაზე, მოაწყვეთ მხიარული საღამო მეგობრების გარემოცვაში და განიტვირთეთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით შიშებსა და ნეგატიურ ემოციებს, ილოცეთ, ჩაიტარეთ ენერგეტიკული წმენდა, იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან, კარგი დროა ახალი სამუშაოს მოსაძიებლად.

მშვილდოსანი

ახალი იდეების გენერირებისა და შემოქმედებითი აქტივობის დროა, მზარდია თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. თქვენი დრო და ენერგია მიმართეთ ნაყოფიერი საქმიანობისკენ. ნუ იზარმაცებთ.

თხის რქა

იმოქმედეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი კავშირები, დროა სახალხოდ გამოაჩინოთ თქვენი ძლიერი თვისებები და შესაძლებლობები. წინ ახალი სიმაღლეებისკენ!

მერწყული

ყურად იღეთ წარმატებულ ადამიანთა რჩევები, ისწავლეთ რაღაც ახალი, შეიძინეთ გამოცდილება და გახდით თქვენი თავის უკეთესი ვერსია.

თევზები

იყავით მეტად თავდაჯერებული და საკუთარი ძალებით შეეცადეთ მიზნის მიღწევას. სასურველი დღეა მცენარეების, ტექნიკის, ავეჯის ყიდვა-განახლებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system