თავში

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საინტერესო დღეა, იმოქმედეთ, თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის სასურველი პერიოდია, აქცენტები დასვით იმ საკითხებზე, რომლებიც მინიმალური რესურსით მაქსიმალურ მოგებას მოგიტანთ.

კურო

ნუ შეგეშინდებათ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების, თქვენი არაერთი იდეა იქნება წარმატებული, იყავით გაბედული, მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ.

ტყუპები

დღეს არაერთი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, იყავით ფრთხილად ახალგაცნობილ ადამიანებთან. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას, ეს ახლა ზედმეტ ძალებს წაგართმევთ და შედეგებიც არასახარბიელო იქნება.

კირჩხიბი

შესაძლოა ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სასიამოვნოდ გაგაკვირვონ, ყურადღება გაამახვილეთ მთავარ ამოცანაზე და ეცადეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ.

ლომი

რაც უფრო სერიოზულად მიუდგებით მიმდინარე მოვლენებს, მით უკეთესად ჩაივლის დღე. გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში არ აჩქარდეთ, შესაძლოა შექმნილმა სიტუაციამ თქვენი გეგმების კორექცია მოითხოვოს.

ქალწული

მშვიდად შეხვდით ყოველ რთულ და თუნდაც ახალ დავალებას, დარწმუნებული იყავით - ყველაფერს გაუმკლავდებით მიუხედავად იმისა, რომ საქმეები შეიძლება ისე არ წარიმართოს როგორც ვარაუდობდით.

სასწორი

თქვენი ძალისხმევა და მცდელობები კარგი შედეგებით დაგვირგვინდება. თუმცა გაგიჭირდებათ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. ორიენტირდით მიმდინარე მოვლენებზე და აკონტროლეთ ემოციები.

მორიელი

შეძლებთ გაერკვეთ რთულ სიტუაციებში, იპოვნოთ ყველასთვის მისაღები გამოსავალი და მეკავშირეებიც შეიძინოთ. შეუპოვრობა სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება.

მშვილდოსანი

დაფიქრდით მომავალზე და გააკეთეთ რაიმე ისეთი, რაც შემდგომში რეალურად სასარგებლო იქნება. ქარაფშუტობა და იმპულსური ქმედება უსიამოვნებებს მოიტანს, ტაქტი და დიპლომატია კი აუცილებელი იქნება წარმატების მისაღწევად.

თხის რქა

თავს ძალა დაატანეთ და მეტი მონდომება გამოიჩინეთ საქმიანი სფეროს მიმართ. ამგვარი ქმედებით ახლომომავალში თქვენი მიღწეული შედეგებით დატკბებით. იყავით თავდაჭერილი და ყოველ წვრილმანზე ნუ გაცხარდებით.

მერწყული

ნუ გადადებთ სამომავლოდ იმას, რაც შეგიძლიათ რომ დღესვე გააკეთოთ. დასახული მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, მაგრამ სასურველ შედეგებს აუცილებლად მიიღებთ.

თევზები

ახლობელი ადამიანებისა და მეგობრების დახმარება და თანადგომა პრობლემებს სწრაფად გადაგაჭრევინებთ. გააფართოვეთ სამეგობრო წრე და ეცადეთ აღადგინოთ ურთიერთობა ნათესავებთან.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system