თავში

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანშია (დაახლოებით 07:00 დან).

სავსემთვარეობაა. პიკი 23:16 სთ.

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 06:54 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა დღეს არჩევანის წინაშე დადგეთ - ან უარი თქვათ დაკისრებულ საქმეზე ან სხვებს სთხოვოთ დახმარება, რათა თავი გაართვათ ყველა საკითხის დროულად მოგვარებას.

კურო

ირგვლივ თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო საოცარი მუხტით აგავსებთ. თქვენი გულწრფელობით და გახსნილობით შეგილძიათ მათი გულიც იოლად მოინადიროთ ვინც ადრე გიპირისპირდებოდათ.

ტყუპები

შანსი გაქვთ თქვენი ცოდნის წყალობით შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოთ, ან გაიცნოთ ადამიანი, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო საქმეებზე.

კირჩხიბი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, იქნება ეს ყიდვა-გაყიდვის თემა, სარისკო ინვესტიციები თუ რაიმე სხვა. არის დანაკარგების ალბათობა.

ლომი

დღეს მოგიწევთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და სიტუაციის თავად მართვა, ვითარებიდან გამომდინარე სჯობს მოქმედება, შანსი გექნებათ დაუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ თქვენ ყველაფერს დიდებულად გაუმკლავდებით.

ქალწული

შესაძლოა ირგვლივმყოფთაგან ვინმე შეეცადოს თქვენს მართვას, ამისთვის შეიძლება გამოიყენონ თავისი კავშირები და ჩაგითრიონ ბუნდოვან საქმეებში, გამოგიყენონ, ამიტომ იყავით მტკიცე და ერიდეთ საეჭვო ადამიანებს.

სასწორი

დღეს შეძლებთ საჭირო ადამიანებს იოლად მოაწონოთ თქვენი იდეები,რომლებიც არ ეხება სამეცნიერო თემებს, ასევე შესაძლოა გაგიმძაფრდეთ შეგრძნებები და მარტივად ამოიცნოთ სიყალბე და ტყუილი იგვლივმყოფებში.

მორიელი

იზრუნეთ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, გაითვალისწინეთ სათანადო რჩევები და ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეული მდგომარეობით.

მშვილდოსანი

თქვენი ქარიზმა და ორატორული უნარები დღეს ძალიან გამოგადგებათ, მარტივად შემოიკრებთ თანამოაზრეებს და საჭირო შედეგებზეც გახვალთ. თუმცა ყველაფერთან ერთად იყავით დაკვირვებული, რადგან მოშურნეებიც გააქტიურდებიან.

თხის რქა

თქვენი კავშირების, გონებამახვილობისა და აღებული ვალდებულებების კარგად შესრულებით შეძლებთ სასიკეთოდ მიმართოთ ირგვლივმყოფთა აზრები თუ ქმედებები და დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ სასურველს.

მერწყული

სხვებთან ერთად განიხილეთ იდეები, სამომავლო პერსპექტივები. თქვენს თანამოაზრეებთან მოფიქრებული სტრატეგია და ჯანსაღი ურთიერთობები დიდი გამარჯვების გზაზე გაგიყვანთ და აუცილებლად გაამართლებს.

თევზები

სასურველია უარი არ თქვათ სხვის დახმარებაზე, იყავით გულისხმიერი და მომთმენი, ნუ დაგეზარებათ გაუზიაროთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება და რჩევები მათ, ვინც ამას საჭიროებს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system