თავში

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ტრანსფორმაციული პროცესების ეპიცენტრში ხართ, თქვენს წინ იშლება წარსულის სურათები და მომავლის სილუეტები ისახება. მოერიდეთ სკანდალებს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მიმდინარე ვითარებასთან დაკაშირებით.

კურო

ნამდვილად გექნებათ სიხარულის მიზეზი, ურთიერთობები საინტერესო ადამიანებთან, აქტიურობა ახალ პროექტთან დაკავშირებით და შესაძლოა შედეგების განხილვა თანამოაზრეებთან ერთად.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ თავს და საკუთარ გულისხმას მიჰყევით. მეტი თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით პირად საქმეებშიც უფრო მეტს მიაღწევთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

კირჩხიბი

შესაძლოა შეხვდეთ ადამიანებს წარსულიდან, სიამოვნებით გაიხსენებთ მათთან ერთად გატარებულ დროს და შესაძლოა სევდაც დაგეუფლოთ, რადგან წარსული წარსულში რჩება. ეცადეთ მზერა მომავალი წარმატებებისა და შესაძლებლობებისკენ მიმართოთ.

ლომი

შესაძლოა სტუმრად მიგიპატიჟონ, ან პაემანი დანიშნოთ, ქალაქში გაისეირნოთ - მოკლედ მრავალფეროვანი დღეა. თუმცა ბევრი რამ თქვენზეცაა დამოკიდებული, გადაღლილობის გამო შესაძლოა განმარტოება არჩიოთ.

ქალწული

ახალი შეხვედრების, ახალი ნაცნობობის დროა, იყავით დაკვირვებული, ნუ დაკარგავთ ობიექტურობას გრძნობების ქარცეცხლში და ნუ იქნებით სულსწრაფი.

სასწორი

საშუალება გეძლევათ შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვება, მაგრამ საჭიროა კარგად დაფიქრდეთ - ნამდვილად გჭირდებათ ეს? ნამდვილად გაგახარებდათ ცვლილებები? აიღეთ პასუხისმგებლობა ვითარებაზე, ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია!

მორიელი

კარგი გუნება-განწყობა და საინტერესო ნაცნობობა, ახალი კავშირები და შესაძლო დიდი სარგებლის მომტანი სამუშაო, ეს ყველაფერი ახლა თქვენთვის აუცილებელიც კი იყო.

მშვილდოსანი

მიიღეთ მოვლენები ისე, როგორც არის სინამდვილეში და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. მიჰყევით დღის ენერგიებს. თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან.

თხის რქა

შეეცადეთ იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, გულს ნუ ატკენთ ახლობლებს, იზრუნეთ მათზე და იცოდეთ, რომ ეს დაგიფასდებათ.

მერწყული

მოიცალეთ საკუთარი თავისთვის, სამუშაო მნიშნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.

თევზები

ყველა პრობლემას ნათელი მოეფინება და მათ იოლად გადაჭრით. ელოდეთ არა ერთ საინტერესო, სასიკეთო სიახლეს სამსახურში თუ ახლობელი ადამიანებისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system