თავში

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 17:30 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იზრუნეთ შინაგან ემოციურ სტაბილურობაზე და შეეცადეთ მოიშოროთ მელანქოლიური აზრები, იყავით მეტად დიპლომატიური და ნუ მოინდომებთ იერიშით დახურული კარის შენგრევას.

კურო

მატულობს თქვენი თავდაჯერებულობა და ენერგოტონუსიც. ადვილად შეძლებთ მოწინააღმდეგეთა გულის მოგებას და ახალი კავშირების თქვენთვის სასაგებლოდ გამოყენებას.

ტყუპები

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, ელოდეთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, მაგრამ გაითვალისწინეთ- ნუ გათქვამთ წინასწარ თქვენს გეგმებს და საერთოდ სასურველია ნაკლები ილაპარაკოთ.

კირჩხიბი

ახლა ძლიერი ენერგიის ნაკადით ივსებით, შესაძლოა საკუთარ თავში ახალი უნარებიც აღმოაჩნოთ, დღეს უკეთ შეძლებთ თქვენი ემოციების მართვას.

ლომი

საკმაოდ საინტერესო ნაცნობობაა მოსალოდნელი მეტად კეთილგანწყობილ ადამიანებთან, სასიკეთო იქნება რაღაც დროით მოწყდეთ რეალობას და ცოტა იოცნებოთ. სასიკეთო გავლენა ექნება დღეს ბუნებასთან კონტაქტს.

ქალწული

ნუ ბრაზობთ სხვებზე, საკუთარ თავში ეძებეთ წარუმატებლობის მიზეზი, დაკავდით რაიმე ახალით, დაუმტკიცეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ სხვებსაც რომ თქვენ მეტ პატივისცემას იმსახურებთ.

სასწორი

შესაძლოა დაინტრესდეთ ისეთი ადგილების მონახულებით, სადაც არასდროს ყოფილხართ, დარწმუნებული იყავით, რომ მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციებით თვითონვე გაოცდებით და დიდი ენეგრიით აივსებით.

მორიელი

თუ მოინდომებთ იოლად დაძლევთ მავნე ჩვევებს - სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ა.შ. მთავარია თქვენი ძალისხმევა. დაიწყეთ მოქმედება!

მშვილდოსანი

აუცილებელია იყოთ მეტად მოზომილი და თავდაჭერილი შინ თუ გარეთ, შეეცადეთ მშვიდად და გონივრულად იმოქმედოთ ყველგან და არ აჰყვეთ მოსალოდნელ პროვოკაციებს.

თხის რქა

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის მას და სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით. ერიდეთ აზარტულ თამაშებს.

მერწყული

ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში ახალ პერსპექტივებს გამოაჩენს, შესაძლოა ეს ურთიერთობები სოციალური ქსელებით დაიწყოს და საკმაოდ კარგი გაგრძელება ჰქონდეს.

თევზები

გახალისდით, მოიშორეთ ეჭვები. ნუ ეძებთ მიზეზებს ყოველ ქმედებაში, უბრალოდ მიიღეთ სხვათა კეთილგანწყობა მადლიერებით და მზად იყავით საპასუხო დადებითი ქმედებებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system