თავში

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 24-ე დღე. დღეს  მთვარე ქალწულის ნიშანში რეალისტური ქმედებებისკენ მოგვიწოდებს და გვირჩევს,  სარგებელი დავინახოთ ყველაფრში.  შესაძლოა, ძველი რომანტიული ურთიერთობების გაცოცხლება, ზოგადად, ამ დღეს წარსული შეგვახსენებს თავს. 

კარგი დღეა დალაგება- დასუფთავებისთვის, სხვადასხვა გამოფენების მოწყობისთვის, თუ დაგეგმილი გქონდათ, ცხოველის აყვანა, ეს შესაფერი დღეა. მშვენიერი დღეა სამოგზაუროდ.

ვერძი

მშვენიერი დღეა პირადი ურთიერთობების მოწყობისა და გართობისთვის. აი მნიშვნელოვანი საკითხები ჯობია მომდევნო დღეებში მოაგვაროთ. ნუ გაამწვავებთ გაუგებრობებს თქვენი იმპულსური კომენტარებით.

კურო

იყავით მეტად დამოუკიდებელი და ფრთხილი. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს და უფრო მომთმენი იყოთ მათ მიმართ.

ტყუპები

თქვენი ენერგო-ტონუსი დაქვეითებულია, შესაბამისად ეცადეთ მეტად დაისვენოთ, დაიმუხტეთ ბუნების ცოცხალი ენერგიებით.შემდეგ კი შეგიძლიათ დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდეთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, საჩუქრები მიიღოთ როგორც თქვენი ახლობელი ადამიანებისგან, ასევე ადამიანებისგან რომელთა ყურადღებაც ძალიან გაგახარებთ.

ლომი

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისგან, ეცადეთ დაიხმაროთ მეგობრები და ოჯახის წევრები.

ქალწული

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და სიმშვიდე. კარგია დღე გარკვეული სიტუაციების გასაანალიზებლად.

სასწორი

დაიცავით ემოციური ბალანსი, იყავით მეტად დაკვირვებული. დღეს არ არის რეკომენდები გარკვეული ნაბიჯების გადადგმა პირად-სასიყვარულო სფეროში.

მორიელი

გაერთეთ, განიტვირთეთ, დაკავდით სპორტით და ეცადეთ მეტი ლმობიერება გამოიჩინოთ იმ ადამიანთა მიმართ რომლებმაც მცირე შეცდომები დაუშვეს თქვენთან მიმართებაში.

მშვილდოსანი

დაისვენეთ, განიტვირთეთ მეგობრების წრეში, საქმეები ცოტა ხნით მოიცდის. დაგეგმეთ გასართობი ღონისძიებები და შეარჩიეთ ახლობლებისთვის საჩუქრები.

თხის რქა

კარგი დღეა, ეცადეთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები და დაისახოთ ახალი გეგმები. საღამოს დაისვენეთ მეგობრებთან ან ოჯახურ გარემოში.

მერწყული

მშვენიერი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისთვის, რომანტიული ვახშმისთვის, ფლირტისთვის, ახალი კომუნიკაციებისთვის.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ენერგოტონუსის ამაღალებას. დაიცავით ზომიერება ფინანსებთან დაკავშირებით. კარგია დღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system