თავში

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-22-23 დღე. დღის დასაწყისი დაძაბული იქნება. ამ დროს შეიძლება რთული იყოს თქვენი აზრების მობილიზება, გეგმების შედგენა. ზოგს ყველაფერი ერთდროულად მოუნდება, ზოგს პირიქით, აპათია დაეწყება. მაღალია სხვადასხვაგვარი უთანხმოებები გარშემომყოფებთან.

შუადღე უფრო მშვიდი და ნაყოფიერი იქნება. ამ დროისთვის გაირკვევა, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბევრი გამოიჩენს შესაშურ მონდომებას და მიაღწევს იმას, რისკენაც დიდი ხანია ისწრაფვის. 

ვერძი

დღეს სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები, მოულოდნელობები. დააკვირდით ირგვლივმყოფებს, შესაძლოა გარკვეული მოტივით თვალს გადევნებენ.

კურო

მოუფრთხილდით ნერვებს, მოთოკეთ ემოციები, ზოგადად მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ტყუპები

აქტუალური ხდება პირად-სასიყვარულო საკითხები. ზოგადად სირთულეებია მოსალოდნელი საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში.

კირჩხიბი

პარტნიორული საკითხები, საოჯახო საკითხები, ფინანსები - ყოველი სფერო თქვენს ყურადღებას საჭიროებს, იყავით თანმიმდევრული, ყური მიუგდეთ ახლობლების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას.

ლომი

შესაძლოა დღეს გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შეხედვისთანავე მოგაჯადოვებთ, არის ალბათობა ძველი ურთიერთობა გაცოცხლდეს, რადგად თქვენ შეხედოთ სიტუაციას ან პარტნიორს ახლებურად.

ქალწული

მატულობს თქვენი ავტორიტეტი, თქვენი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობის წყალობით დიდ ყურადღებას დაიმსახურებთ როგორც პროფესიონალი.

სასწორი

ერიდეთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებს. ხასიათში მატულობს გაღიზიანება. შეიმოსეთ ამინდის შესაბამისად, რადგან ჯანმრთელობა ამ პერიოდში მეტ ყურადღებას საჭიროებს.

მორიელი

სიახლეების დღეა, შესაძლოა მოიმატოს შემოსავლებმა, ძველი პროექტებზე მუშაობა ჯერ კიდევ აქტუალურია.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ პერსპექტივისთვის ახალი მომგებიანი კავშირების დამყარებაში.

თხის რქა

სამსახურეობრივ სფეროში შესაძლოა რაღაც ახალი შემოთავაზება გქონდეთ, შესაძლოა დაწინაურდეთ კიდეც.

მერწყული

დღეს ეცადეთ თქვენს ბიზნესს შემოქმედებითი კუთხით მიუდგეთ. ასევე მნიშვნელოვანია ახალ კავშირებზე გასვლა.

თევზები

ნუ ენდობით დაპირებებს და თქვენც ნუ დაპირდებით ნურავის ისეთ რამეს რასაც ვერ შეასრულებთ. იმოქმედეთ მხოლოდ ანალიზის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system