თავში

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 07:01 დან - 14:28 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იყავით კომუნიკაბელური და აქტიური, ნუ ჩაიკეტებით სახლში, ირგვლივ სადღესასწაულო განწყობაა, თქვენი შემოქმედებით მუხტი და პოზიტივი სხვებისთვის გადამდები უნდა იყოს. ელოდეთ საჩუქრებს.

კურო

მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად მშვენიერი დღეა, თუმცა არ დაგავიწყდეთ გართობა და სხვების გახარებაც, შეიძინეთ საჩუქრები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

ტყუპები

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ მიიღებთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ დღე წყნარ გარემოში, თქვენთვის კომფორტულ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

შესაძლოა პირად ურთიერთობებში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, აი სამსახურში კი ეფექტური პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად, ახალს ნურაფერს შეეჭიდებით და ნუ იტვირთავთ დამატებით სხვის ვალდებულებებს.

ლომი

დღის აქტიური რეჟიმი, გადარბენა, ინფორმაციულ ქარცეცხლში ყოფნა თქვენზე არასასიკეთო ზეგავლენას ახდენს, როგორც სახლში ასევე სამსახურში. იყავით მეტად მოწესრიგებული, ეცადეთ სწორად მართოთ დრო.

ქალწული

კარგი დღეა ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, საყიდლებისთვის. სამსახურში შესაძლოა ხელნძღვნელობამ შეგაქოთ, რაც თქვენთვის დიდი მოტივაცია იქნება.

სასწორი

თქვენი ენერგო-ტონუსი და განწყობა წარმატების გზას გიხსნით, ახლა შეგიძლიათ შეეჭიდოთ მნიშვნელოვან რთულ საქმეებს, თუმცა ფინანსებთან დაკავშირებით მეტი გონიერება და წინდახედულება გმართებთ.

მორიელი

იყავით უფრო მოქნილი და გონივრულად იმოქმედეთ. სწორად გადაანაწილეთ დრო მნიშნელოვანი საქმეების დასრულებისთვის. შეასრულეთ თქვენი დაპირებები და აღებული ვალდებულებები.

მშვილდოსანი

თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაცოცხლდა, ხასიათში მატულობს ოპტიმიზმი და სილაღე. სასიკეთო დღეა როგორც საქმიანი აქტივობებისთვის, ასევე პირად-სასიყვატრულო საკითხების განვითარებისთვის.

თხის რქა

სასიამოვნო დღეა, დაფასდება თქვენი უდრეკი სული და შრომისმოყვარეობა. შესაძლოა ახალი ნაცნობობა სამომავლოდ საკმაოდ ეფექური პროცესების საწყისი გახდეს, ძირითადად პროფესიულ საკითხებში.

მერწყული

დღეს მთავარია ზომიერებისა და წონასწრობის დაცვა. იყავით წინდახედული და ნუ აჰყვებით გარშემომყოფთა უტიფარ კომენტარებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და გახალისებას.

თევზები

დაიცავით ზომიერება ბიუჯეტთან და ზოგადად ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა მხრივ იაქტიურეთ, გარისკეთ გონივრულად და ნებისმიერ ძველ საქმეს ახლებურად მიუდექით.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system