თავში

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარესასწორის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

თუ თქვენს ენერგიას სასიკეთოდ მიმართავთ, შანსი გექნებათ მოიპოვოთ წარმატება და აღიარება, ამასთანავე შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროებიც მოიძიოთ და საკმაოდ კარგ თანხას გამოკრათ ხელი.

კურო

შესაძლოა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც დააბრკოლებს თქვენს სამსახურეობრივ წინსვლას და საჭირო გახდება გადახედოთ ურთიერთობებს კოლეგებთან თუ ხელმძღვანელობასთან. ელოდეთ ცვლილებებს.

ტყუპები

სიამოვნებას მოგიტანთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარება. კარგად განვითარდება რომანტიული ურთიერთობები, შესაძლოა აღმოაჩინოთ საუბარში, რომ თქვენი ტრფობის ობიექტიც არ არის თქვენს მიმართ გულგრილი.

კირჩხიბი

მოსალოდნელია უთანხმოებები და გაუგებროები სამსახურეობრივ თემებზე, მაგრამ თქვენი ტაქტიანობისა და კეთილგანწყობის მეშვეობით ყველაფერს იოლად და სასიკეთოდ მოაგვარებთ.

ლომი

უამრავი საქმის გამო შესაძლოა დრო არ დაგრჩეთ ძალების აღსადგენად, იზრუნეთ კვების რეჟიმზე, დასვენებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. თავი შეიკავეთ გვიანობამდე გართობისგან.

ქალწული

შესაძლოა სწორედ ახლა განახორციელოთ თქვენი ძველი გეგმები, ასევე ახლობლებთან ერთად ახალ პროექტზეც იფიქროთ, ახლა ყველა პირობა არის იმისთვის, რომ სათანადოდ დაფასდეს თქვენი მცდელობა და მონდომება.

სასწორი

თქვენი პროექტის რეალიზებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული ფინანსების მოზიდვა, თავი შეიკავეთ ახალ პარტნიორებთან ერთობლივ საქმიანობაზე და მეტად ენდეთ ძველ მეგობრებს.

მორიელი

მოსალოდნელია კარგი და საინტერესო ცვლილებები ახალი ნაცნობობის ჩართულობით. მეგობრული და ოპტიმისტური მიდგომებით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და წარსულს ჩაბარდება ახლო პერიოდის გაუგებრობები.

მშვილდოსანი

გადამოწმების გარეშე ნუ ენდობით ნურც ახალ ამბებს და ნურც ახალ საქმიან პარტნიორებს. შესაძლოა კრახი განიცადოს თქვენმა პროექტმა, ღალატის ან უნიათო დამოკიდებულების გამო.

თხის რქა

შეეცადეთ მშვიდად შეხვდეთ პროფესიულ პრობლემებს და როგორც არ უნდა ცდილობდნენ მოწინააღდეგეები თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას, ეცადეთ მოთოკოთ ემოციები და მშვიდად ეძიეთ გამოსავალი.

მერწყული

ნუ განაწყენდებით ყოველ წვრილმანზე და ნუ აჰყვებით სხვათა ნეგატიურ გამოხტომებს. შეეცადეთ ახლობლებთან განიხილოთ ის საკითხები, რაც გაღელვებთ და სტრატეგიულად იმოქმედოთ ყველაფრის მოგვარებაზე.

თევზები

დღევანდელი შანსები აუცილებლად უნდა გამიყენოთ. თუმცა ჯერ ეფექტური შედეგების მიღებაზე ნუ იფიქრებთ, ახლა პირველი სასიკეთო ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system