თავში

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარეშუადღისთვის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 09:23 დან - 12:13 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს წარმოჩინდება თქვენი ლიდერული და ორგანიზატორული თვისებები და იოლად შეძლებთ აიყოლიოთ ნებისმიერ წამოწყებაში კოლეგები. სწორად არჩეული მიმართულება კი გზას გაგიხსნით კარიერული წინსვლისკენ.

კურო

შესაძლებელია გაოცებული დარჩეთ კარგად ნაცნობი ადამიანის მოულოდნელად გამოვლენილი თვისებებით და იძულებული გახდეთ აზრი შეიცვალოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება.

ტყუპები

ნებისმიერი მოულოდნელობისთვის იყავით მზად და ნუ მიუშვებთ მოვლენებს თვითდინებაზე. აუცილებელია ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. შესაძლოა ეს გარდამტეხი მომენტი იყოს თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი

ყურადღება გამოიჩინეთ სიზმრებისა და მინიშნებების მიმართ, უსმინეთ ინტუიციას და მიხვდებით სად, რა და როდის გააკეთოთ და სად მოიძიოთ პრობლემური სიტუაციის გასაღები.

ლომი

შესაძლოა თქვენთვის საინტერესო რამ შეიტყოთ მოულოდნელად ადამიანზე, რომელიც გაინტერესებთ და მრავალი კითხვა გაჩნდეს მის წარსულთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნებს, ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ.

ქალწული

ესტუმრეთ გასართობ თქვენთვის საინტერესო ადგილებსა და გახალისდით, გალაღდით და თამამად წარმოაჩინეთ საუკეთესო თვისებები, შესაძლებლობები. დიდია პერსპექტიული, მნიშვნელოვანი ნაცნობობის ალბათობა.

სასწორი

ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანისა და მშვენიერის შეცნობას დაუთმობთ. შესაძლოა მოინახულოთ მუზეუმი დიდებული შედევრებით, შესაძლოა ნახოთ მეტად უჩვეულო გამოფენები ან ესტუმროთ ისტორიულ ადგილებს. არჩევანი თქვენზეა.

მორიელი

ნუ იზარმაცებთ და არ შეანელოთ საქმიანი რიტმი, ნუ ილაპარაკებთ თქვენს მიზნებზე, მაგრამ მეტი ყურადღება დაუთმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რადგან ის ახალი შესაძლებლობების მომტანი შეიძლება გახდეს.

მშვილდოსანი

ფინანსური შემოსავლები ფრთებს შეგასხამთ, შესაძლოა გამდიდრების ახალი იდეა ან წყაროც აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ახალი საქმიანი შემოთავაზებებიც მიიღოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ახალ შანსებს.

თხის რქა

არასტაბილური და ემოციებით დატვირთული დღეა, შესაძლოა რაღაც მომენტში ვინმეს დახმარების ხელი გაუწოდოთ, მაგრამ მეორე წუთში რისხვა დაატეხოთ თავს. გაგიჭირდებათ დღეს საკუთარი ემოციების მართვა.

მერწყული

ნურავის დაუპირისპირდებით და ენდეთ სამყაროს გზათა სვლას. ნუ აღშფოთდებით თუ ინიციატივას სხვები ჩაიგდებენ ხელში და მათზე ზეგავლენას ვერ მოახდინეთ, ბრძნული საქციელი იქნება დინებას მიჰყვეთ და ძალები დაზოგოთ.

თევზები

პირად სასიყვარულო სკითხებში მოულოდნელობებსა და სასიკეთო ცვლილებებს ელოდეთ, კორექტირება თქვენს გეგმებსაც დაჭირდება, რადგან შესაძლოა შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. იმოქმედეთ, იაქტიურეთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system