თავში

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 28-29-ე დღე. დღის პირველი ნახევარი გუშინდელი მოვლენების ემოციურ ტალღაზე წარიმართება. მთვარე მორიელში  დაძაბულობის პიკს დილისთვის გვიწინასწარმეტყველებს. საღამოს, მთვარის შესვლა მშვილდოსნის ნიშანში გაააქტიურებს მოახლოებული დაბნელების ენერგიებს.

მნიშვნელოვანი გახდება მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან, განათლებასთან, მოგზაურობასთან, შინაური ცხოველების მოვლასთან, სამედიცინო და გარემოსდაცვით თემებთან. 

ვერძი

მშვიდი, რუტინული დღეა, ეცადეთ თავი შეიკავოთ სხვადასხვა სახის კამათისგან. იზრუნეთ საკუთარი გუნება-განწყობის ამაღლებაზე.

კურო

საქმიანი კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, მიენდეთ თქვენს ინტუიციას, მიჰყევით დაწყებულ პროექტებს.

ტყუპები

ეცადეთ, ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.

კირჩხიბი

ნუ იქნებით მკაცრი, ეცადეთ დააბალანსოთ ემოციები. მოეშვით, დაისვენეთ, ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

ლომი

ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, მაგრამ ამავე დროს ნუ გაფლანგავთ თქვენს დროს არაფრისმომცემი საქმიანობასა და უსარგებლო საუბრებში. დაიცავით ზომიერება.

ქალწული

შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში სადაც მოგიწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, ეს კი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე შესაძლოა ცუდად აისახოს, მთავარია გააკეთოთ არჩევანი, ნუ დატოვებთ სიტუაციას გაურკვევლად.

სასწორი

გარემოში არსებულმა ქაოსმა და დაპირისპირებებმა შესაძლოა თქვენზეც მოახდინოს ზეგავლენა, ეცადეთ მინიმალურად ჩაერთოთ კამათსა და გაუგებრობებში. დაისვენეთ და იზრუნეთ ემოციურ ბალანსზე.

მორიელი

წარმატებული დღეა ნებისმიერ სფეროში იმ პირობით რომ უნდა დაიცვათ სამართლიანობა. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.

მშვილდოსანი

მაქსიმალურად ეცადეთ დღე მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ. არ არის სასურველი მგზავრობა, შეხვედრების წარმოება. დაისვენეთ და დრო თქვენს თავს მიუძღვენით.

თხის რქა

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, შრომა ნაყოფს გამოიღებს, თუმცა უნდა მისცეთ თავს დასვენებისა და მოშვების საშუალება. საღამოს განიტვირთეთ, მიმართეთ სპა სალონს, არომათერაპიას.

მერწყული

დაიცავით წონასწორობა, ნუ აყვებით მითქმა მოთქმებსა და სხვა ადამიანების გამაღიზიანებელ კომენტარებს. კონცენტრირდით თქვენს საქმეებზე

თევზები

თავი შეიკავეთ ახალი წამოწყებებისგან, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system