თავში

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან 11:10 მდე, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

წარმატებულია დღე ნებისმიერი სფეროსთვის რომელიც ინფორმაციის, რეკლამის, სწავლის თემებს უკავშირდება. იაქტიურეთ და აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

კურო

დღეს შეგიძლიათ თამამად აწარმოოთ ფინანსური ოპერაციები. სხვა მხრივ ეცადეთ მეტად შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებზე.

ტყუპები

იაქტიურეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა, ხელი მოჰკიდეთ ისეთ საქმეებს რომელიც მეტ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს.

კირჩხიბი

ეს დღე უმჯობესია საკუთარ თავს და პირად ურთიერთობებს მიუძღვნათ. შეიცვალეთ იმიჯი, შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

ლომი

მშვენიერი დღეა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების დალაგება-მოწესრიგებისთვის. მთავარია არ იჩქაროთ.

ქალწული

იყავით მეტად თავდაჯერებული და მოიკრიბეთ თანამოაზრეები. მოერიდეთ იმ ადამიანებს რომლებიც თქვენს განწყობაზე ცუდ ზეგავლენას ახდენენ.

სასწორი

დღეს პასიურ პოზიციაში ყოფნას ამჯობინებთ, რაც თქვენს საქმეს წაადგება კიდეც. მეტად გააანალიზეთ სიტუაციები და დრო საკუთარ თავს დაუთმეთ.

მორიელი

მეტი დრო დაუთმეთ კომუნიკაციებს. მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ოპტიმისტური განწყობა.

მშვილდოსანი

იზრუნეთ საკუთარი გუნება-განწყობის ამაღლებაზე. გამოიყენეთ არომათერაპია, მინერალები, ყველა საშუალება იმისთვის რომ დღემ პოზიტიურ და მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

თხის რქა

დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები, შეასრულეთ ახლობელი ადამიანებისთვის მიცემული პირობები. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან. არ არის დღე რეკომენდებული მსხვილი შენაძენებისთვის.

მერწყული

შეინარჩუნეთ ზომიერება, მოუფრთხილდით ფინანსებს. კარგია დღე პირადი ურთიერთობებისთვის, შეხვედრების, რომანტიული ვახშმისთვის.

თევზები

ინტუიციაზე მეტად დაეყრდენით საკუთარ ლოგიკასა და ფაქტებს. სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა მცირე იმედგაცრუებაც გქონდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system