
3 თებერვალი
ვერძი - ირგვლივ მყოფი ადამიანები ცნობისმოყვარედ გადევნებენ თვალს, რაც თქვენი უცნაური და იდუმალი ქმედებებით იქნება გამოწვეული.
კურო - ერიდეთ გაღიზიანებას, ნუ იჩქარებთ, გამოიჩინეთ გონიერება და მოთმინება. ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეებში დროა ძირფესვიანად გაერკვიოთ.
ტყუპები - მთელი თქვენი ძალები მიზნისკენ მიმართეთ, ნუ შეუშინდებით სიძნელეებსა და დაბრკოლებებს.
კირჩხიბი - იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომა სამსახურებრივ საკითებში.
ლომი - მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის მოემზადეთ, ნებისმიერ საქმეს ყურადღებითა და გუკისყურით მოეკიდეთ.
ქალწული - ცვლილებებისთვის სასიკეთო დროა, ახლა ახლებურად უნდა შეხედოთ ცხოვრებისეულ საკითხებს.
სასწორი - თქვენი პიროვნული სიძლიერე კარგად გამოვლინდება სამსახურებრივ საქმეებში და მიღებულ შედეგებში.
მორიელი - გადაანაწილეთ ძალები და აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვანზე, ნუ გადაიღლებით.
მშვილდოსანი - ეს დღე ახალ ნაცნობობას და ურთიერთობებს დაუთმეთ. გაიღრმავეთ ცოდნა და იყავით ინფორმაციის მიმღები.
თხის რქა - მთელი არსებით ჩაეფლობით საქმეებში, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია დრო არ ითმენს, საქმეების გადადებას ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ.
მერწყული - როგორც იქნა თავს გაართმევთ ან თავს დაიხსნით ძველი პრობლემებისგან, არის ალბათობა გაემგზავროთ ან სწორედ დღეს დაგეგმოთ სხვა ქვეყანაში გამგზავრება.
თევზები - სახლსა თუ სამსახურში საჭირო და შეუცვლელი პერსონა ხართ. ტაქტიანობის, გონიერების და კარგი თვისებების გამოყენებით შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.