თავში

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია.

უგეზო მთვარეა 17:26 დან - 20:16 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს თამამად შეგიძლიათ მიხედოთ გაურკვეველ საკითხებს თანამშრომლებთან თუ ახლობლებთან. რაც არ უნდა საჩოთირო თემებს ეხებოდეს გაუგებროები, შეძლებთ მოიშოროთ მხრებიდან უსიამოვნო ტვირთი და გააჯანსაღოთ ურთიერთობები.

კურო

შეინახეთ თქვენი გეგმები საიდუმლოდ და ნაკლები ისაუბრეთ. დღევანდელი დღე ხელს არ უწყობს ურთიერთგაგებას და კომპრომისებს, ამიტომ ნებისმიერი თქვენი წამოწყება თუ დიდებული იდეა შეიძლება ფუჭი იყოს.

ტყუპები

შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე, ეს შეეხება ყველა სფეროს, ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, საქმიან, პირად თუ სხვა სფეროს. ნეიტრალური პოზიცია არ გამოგადგებათ, ამიტომ კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე.

კირჩხიბი

დიდი ენთუზიაზმით შეუდგებით თქვენს გარშემო გამეფებული ქაოსის მოწესრიგებას და არა მარტო გარშემო! გაგიჭრდებათ, მაგრამ აუცილებლად დაალაგებთ გონებაში თქვენს აზრებს, გეგმებს და ყველაფერს მიუჩენთ სათანადო ადგილს.

ლომი

ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრი წარმატების მომტანია. წარმოქმნილი სიტუაციასა თუ ვითარებაში გარშემომყოფნი ყველაფერში დაგეხმარებიან, რათა გადამწყვეტი მტკიცე სვლა გააკეთოთ და მნიშვნელოვნად განიმტკიცოთ თქვენი პოზიცია და სტატუსი.

ქალწული

ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმაში, რომ ვერ შეძელით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. შესაძლოა ბევრი იფიქროთ მისი გადაჭრის გზებზე ან საერთოდაც ვერ მიხედეთ რა უნდა მოიმოქმედოთ. აქტიურობის დრო ჯერ არ არის.

სასწორი

თქვენი გონება დღეს მკაფიოდ და ნათლად გიკარნახებთ თუ როგორ ორიენტირდეთ რთულ სიტუაციაში, იპოვნოთ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი და გადაჭრათ ამოცანები. ყურადღება მიაქციეთ სხვათა აზრებსაც, თუმცა იმოქმედოთ საკუთარ შეხედულებებით.

მორიელი

შესაძლოა რაიმე მაცდუნებელი ფინანსური წინადადება მიიღოთ , მაგრამ რატომღაც უარი თქვათ. შესაძლოა ასე პერსპექტიული შანსი დაკარგოთ, თუმცა მეორეს მხრივ უსარგებლო ხარჯებსაც აიცილებთ თავიდან.

მშვილდოსანი

თქვენი ძალისხმევით, საქმისადმი დამოკიდებულებით და გულწრფელობით საუკეთესო შედეგებს მიიღებთ, ეს კი თავის მხრივ გარშემომყოფთა პატივისცემას და თანადგომას მოგიტანთ.

თხის რქა

უნარი, ჩასწვდეთ საქმის არსს და შენიშნოთ მცირე ხარვეზები და დეტალები თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ საქმიანობაშიც კი დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს სხვებზე და თქვენს ავტორიტეტზეც სასიკეთოდ აისახება.

მერწყული

სირთულეები და იმედგაცრუება რომ აიცილოთ, საჭიროა თავი შეიკავოთ ყოველგვარი ახალი წამოწყებების, ხელშეკრულებების, მოლაპარაკებებისა და მსხვილი ფნანსური ხარჯებისაგან, ამისათვის დაელოდეთ უკეთეს დროს.

თევზები

თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეცდომებისგან დაზღვეული ხართ, სულიელურ მდგოარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, ნუ იქნებით ზედმეტად დარწმუნებული თქვენს საკუთარ ძალებში.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system