თავში

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადადის დაახლოებით 13:00 სთ-ზე.

უგეზო მთვარეა 05:53დან - 12:02მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ძველი იდეების განხორციელებისათვის ახალი შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები ჩნდება, თავი შეიკავეთ გარშემომყოფთა კრიტიკისგან და ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული.

კურო

დაგეგმეთ უახლოესი მომავალი, განსაზღვრეთ თითოეული ნაბიჯი, მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენს კარიერასთან დაკავშირებით, ეცადეთ მოახდინოთ ძველი დასახული მიზნების რეალიზება.

ტყუპები

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, შესაძლოა ამ სფეროსთან დაკავშირებით პრობლემებმა იჩინოს თავი. დღეს წვრილმანებს სჯობს მეტი დრო დაუთმოთ და მეტად დიპლომატიურიც იყოთ.

კირჩხიბი

პროვოკაციების ალბათობა დიდია, თუმცა დიდი საბრძოლო შემართება საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ საქმეში მოიპოვოთ წარმატება. კარგი იქნება თუ თქვენს ძალებს კონკრეტული საქმისკენ მიმართავთ.

ლომი

ბიზნესთან დაკავშირებით საშუალება გექნებათ დიდი სარგებელი მიიღოთ, განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ დაწყებული რაიმე პროექტი, რომელიც გაჭიანურდა და ხელიც ჩაქნეული გქონდათ, სწორედ აქედან ელოდეთ ბედის საჩუქარს.

ქალწული

იზრუნეთ მოტივაციის ამაღლებაზე, მოიფიქრეთ სამომავლოდ სტრატეგიული გეგმა თქვენი საქმიანობისთვის, დღეს გაჩენილი იდეები წარმატებასა და გამარჯვებას მოგიტანთ სამომავლოდ.

სასწორი

შესაძლოა დღეს ფანტაზიების შემოტევა ნაყოფიერად აისახოს თქვენზე, კრეატიული იდეები, პროექტები თუ გეგმები, ამ ყველაფრიდან სამომავლოდ რაღაც აუცილებლად იქცევა რეალობად!

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, იქნება ეს მეგობრებთან საუბარი, ფილმი თუ რაიმე წიგნი, საოცარი იდეა სასიკეთო პერსპექტივების მომტანი იქნება. შეიძლება გაიცნოთ უჩვეულო, არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.

მშვილდოსანი

თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ პოზიციების განმტკიცებას, არამედ რომელიღაც საქმეში დიდი ნახტომით წინ წაწევას, სიტუაციები უკეთესობისკენ იცვლება და თქვენს წინ ახალი პერსპექტივები გადაიშლება.

თხის რქა

შესაძლოა აჩქარდეთ და ამის გამო არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობას, დღეს სჯობს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადოთ. მეტად გაერთეთ და დაისვენეთ.

მერწყული

დღეს შეძლებთ და ყველას სათანადო პასუხს გასცემს ვინც შეეცდება თქვენთან დაპირისპირებას, ნებისმიერი მცდელობა კონკურენტებისა და არაკეთილმოსურნეთა მიერ, მხოლოდ თქვენს ძალასა და სიმტკიცეს გაუსვავს ხაზს.

თევზები

მიჰყევით თქვენს არჩეულ გზას და ნუ დაემსგავსებით ყველას. თუმცა არც მათთან დაპირისპირებაა საჭირო, ეს მნიშნავს იმას, რომ იყოთ ინდივიდუალური და განუმეორებებლი და იაროთ საკუთარი გზით.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system