თავში

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა მივიწყებულ საქმეს მიუბრუნდეთ, გაგიჭირდებათ ირგვლივმყოფ ადამიანებთან თქვენი გეგმებისა და იდეების განხილვა და მათგან დახმარების მიღება.

კურო

რთული, ემოციებით დატვირთული დღეა, თუმცა ყოველ დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდებით და შესაძლოა ეს გარემოებები სასიკეთოდ მოგიბრუნდეთ.

ტყუპები

თქვენი მზრუნველობა ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე დაგიბრუნდებათ დიდი სიყვარულისა და ენერგიის სახით. იზრუნეთ საახალწლო განწყობის შექმნასა და საჩუქრების მომზადებაზე.

კირჩხიბი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დიდი ალბათობით თქვენს სასიკეთოდ დასრულდება. ელოდეთ ცვლილებებს უკეთესობისკენ. მოიშორეთ ყოველივე ძველი და განაახლეთ თქვენი გარემო და ურთიერთოები.

ლომი

აიმაღლეთ განწყობა, ახლა სევდიანობის დრო არ არის. მეტი შეუპოვრობა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა, აი რა გჭირდებათ ახლა! თქვენს ოცნებებთან საკმაოდ ახლოს ხართ.

ქალწული

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. იზრუნეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე. ნუ იქნებით სუბიექტური და ნუ განაწყენდებით ყოველ წვრილმანზე.

სასწორი

მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად ცხოვრებას და მეტი სითბო გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, იყავით უფრო გულწრფელი და მზრუნველი. მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.

მორიელი

წარმატებით გაართმევთ თავს და გაამართლებთ ხელმძღვანელობის ნდობას, ამასთანავე დიდ კმაყოფილებას მოგგვრით დაკისრებული დავალების შესრულება და მნიშვნელოვან სარგებელსაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი

არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოვა თქვენამდე, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი აღადგინოთ ძველი, თითქმის მივიწყებული კონტაქტები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენზე და თქვენს მოხერხებულობაზე.

თხის რქა

დაიცავით თქვენი შეხედულებები და პრინციპები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კომპრომისის ძალაც. მოერიდეთ ზედმეტ დანახარჯებს და გონივრულად გადაანაწილეთ ფინანსები საახალწლო საჩუქრებისთვის.

მერწყული

გაბედულად გაახმოვანეთ თქვენი იდეები, მატიპრაქტიკული გამოყენება მოწონებული იქნება კოლეგებისგან და ხელმძღვანელობის მხრიდან და კარგ სარგებელი მოგიტანთ.

თევზები

არ არის სასურველი პერიოდი მნიშვნელოვანი შენაძენის გასაკეთებლად. დღეს ზოგადად ყურადღება გაამახვილეთ ნივთებისა თუ შესრულებული საქმის ხარისხზე და არა ფასსა და რაოდენობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system