თავში

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 02:48 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თუ საკუთარი საქმე გაქვთ, სანამ ახალ გეგმას წამოიწყებთ ჯერ შეუთანხმდით თქვენს თანამშრომლებს და თუ საჭირო იქნება მიიღეთ კარდინალური ზომები, აუცილებლად იმოქმედეთ ურთიერთგაგებით.

კურო

დღეს, შესაძლოა გადაწყვიტოთ ახალი საქმის წამოწყება ან გაფართოება, კარგად დაფიქრდით და არ იჩქაროთ მოქმედება თუ საკმარისი რესურსები არ გაქვთ.

ტყუპები

ნუ გადაამეტებთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში. აუცილებლად დაკონკრეტდით მიზნებში - გახსოვდეთ ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს.

კირჩხიბი

თქვენ შეძლებთ მოახდინოთ არსებული პოტენციალის რეალიზება რაიმე მასშტაბურ, გრანდიოზულ პროექტში და იოლად მოიძიოთ თანამოაზრეები.

ლომი

ისწავლეთ სხვათა შეცდომებზე და აქცენტი გააკეთეთ ახალ შესაძლებლობებზე, ნუ დაივიწყებთ საკუთარ მოტივებს, მაგრამ პატივი ეცით სხვათა მიზნებსაც. შესაძლოა გაგიმძაფრდეთ სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილი.

ქალწული

მოიკრიბეთ ძალები და შეიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ზოგადად თქვენს ყოფაცხოვრებაში. გამოიჩინეთ მეტი ენთუზიამზი და კარგად გაიცანით გარშემომყოფი ადამიანები, მათგან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

სასწორი

ნუ შეჩერდებით, ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეეულით და განამტკიცეთ თქვენი პოზიციები, იარეთ წინ და გახსოვდეთ, რომ მეტის მიღწევაც შეგიძლიათ, რომ სხვებიც უფრო მეტს ელიან თქვენგან.

მორიელი

სამსახურთან დაკავშირებით შესაძლოა დაგჭირდეთ ალტერნატივის მოძებნა ან სხვა მიმათულების არჩევა, უკვე შესაძლოა დროც იყოს საკუთარ საქმეზეც იფიქროთ.

მშვილდოსანი

მოიძიეთ ახალი მეკავშირეები და მოიშორეთ ყოველგვარი ძველი და უსარგებლო, რაც არც თქვენთვის და არც სხვებისთვის არავითარ სიკეთეს არ მოიტანს და მხოლოდ ტვირთად გაჰყვება თქვენს ცხოვრებას.

თხის რქა

დღეს თქვენ შეძლებთ სხვისი თვალით შეხედოთ საკუთარ თავს, ცხოვრებას და მიხვდეთ შეცდომებს, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის თქვენს მომავალს.

მერწყული

შესაძლოა რაღაც მომენტში თქვენი ჩარევის გარეშე მოხდეს საქმიანობაში დამატებების ან კორექტივების შეტანა, ნუ დაღონდებით, იყავით დამკვირვებლის პოზიციაში და შედეგი თავადაც გაგაოცებთ.

თევზები

დღეს მოგიწევთ მკაცრად და შეუპოვრად მოქმედება, რათა მოიცილოთ არაკეთილმოსურნეები და კონკურენტები. შესაძლოა გაგიჩნდეთ მეტი გამბედაობა და რაიმე ახალი წამოიწყოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system