თავში

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი იმის თაობაზე თუ ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.

კურო

მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან, თქვენი მშვიდი განწყობით იოლად დაუმტკიცებთ სხვებს თქვენს სიმართლეს და შესაძლოა მნიშვნელოვან საკითხზე ძალიან კარგი ამბავიც შეიტყოთ.

ტყუპები

შესაძლოა დღეს ფულის გამომუშავების საკმაოდ ეფექტურ ხერხს მიაგნოთ. თქვენში ახალი კომერციული ნიჭიც გაიღვიძებს და რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყებასაც გადაწყვეტთ.

კირჩხიბი

გააანალიზეთ ახლო წარსული, შესაძლოა მიხვდეთ თუ სად დაუშვით შეცდომა და მოახერხოთ მისი გამოსწორება. ნუ მოგერიდებათ თვენს წარმატებებზე საუბრისაც. სხვები სწორად შეაფასებენ თქვენს ნიჭსა და საქმიანობას და ღირსეულადაც დაგაფასებენ

ლომი

ყველა ხერხით შეეცადეთ მშვიდობიანად მოაგვაროთ მოულოდნელი გაუგებრობები და თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. არის ალბათობა აგრეთვე ურთიერთობა მოგიწიოთ თქვენთვის ოდესღაც მნიშვნელოვან ადამიანთან.

ქალწული

ძველი გამოცდილებები დაგეხმარებათ ახლა სწორი მიმართულების მოძიებაში. შესაძლოა გაიცნოთ და ურთიერთობა დაიწყოთ ადამიანთან, რომელზეც ბევრი კარგი გსმენიათ და მეტად ჰარმონიულად და სასიკეთოდ წამოიწყოთ ახალი პროექტი.

სასწორი

კარგის მომტანი იქნება სპონტანური ქმედება, თუ შემთხვევით რაიმე სახის უთანხმოება წარმოიშვა, თქვენ უპრობლემოდ წყენის გარეშე მოაგვარებთ და გარშემო ჰარმონიასა და კომფორტს შეიტანთ.

მორიელი

თუ თანამოაზრეებთან ერთად საერთო საქმეს წამოიწყებთ ეს ხანგრძლივი და მტკიცე ურთიერთობის დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი პროექტებითა და იდეებით დაინტერესდებიან როგორც ნაცნობები ასევე უცნობი ადამიანები.

მშვილდოსანი

ეცადეთ იყოთ დაკვირვებული და თვალთახედვიდან არ გამოგრჩეთ წვრილმანები. ამგვარად შეძლებთ წარმატებით დაასრულოთ გართულებული ძველი პროექტები თუ გეგმები. იყავით შეუპოვარი, დღეს იღბალი თქვენსკენაა.

თხის რქა

ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ნუ აჰყვებით ცდუნებებს და დაუგეგმავი ხარჯებისა და საყიდლებისგან თავი შეიკავეთ.

მერწყული

შესაძლოა ძველი დანგრეული ურთიერთობების აღდგენის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, თუმცა მიუხედაავად თქვენი უდანაშაულობისა სჯობს თავად გადადგათ პირველი ნაბიჯი, ნუ იმოქმედებთ ფარული და ცუდი განზრახვით.

თევზები

სიფრთხილე გამოიჩინეთ და გაითვალისწინეთ ყოველი დეტალი, საქმიან ქაღალდებთან თუ დოკუმენტებთან დაკავშირებით. შესაძლოა მოულოდნელად ფული ან მნიშვნელოვანი საჩუქარიც გაჩუქონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system