თავში

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 08:00 დან - დღის ბოლომდე, შესაბამისად ნუ დაგეგმავთ ნურაფერს მნიშვნელოვანს, ნუ დაიწყებთ ნურაფერს ახალს, თავი შეიკავეთ სამედიცინო მანიპულაციებისგან.

ვერძი

სამსახურსა თუ სახლში სხვადასხვა წვრილმანები თქვენს გეგმებში ცვლილებებს შეიტანს, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს. საღამოს შესაძლოა მხიარულ სათავგადასავლო ამბავში მოყვეთ.

კურო

საქმიან სფეროში მოსალოდნელია გარკვეული სახის დაბრკოლებები, თუმცა თქვენი გონიერება და შრომისმოყვარეობა გარშემომყოფთა კეთილგანწყობას გამოიწვევს.

ტყუპები

შეგიძლიათ აჰყვეთ თქვენს სურვილებსა და ემოციებს, მითუმეტეს თუ შეყვარებული ხართ. ეს ის დროა როდესაც ფრთებს შეისხავთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი გიჩნდებათ.

კირჩხიბი

კონკურენთებთან და მოშურნეებთან კონფლიქტის ალბათობაა, დიდია თქვენი გამარჯვების შანსი.

ლომი

თქვენთვის წარმატებული დღეა, ყურადღების ცენტრში ექცევით. იმატებს ახალი ვალდებულებებიც, მოემზადეთ საკმაოდ დიდ საქმეებთან შეჭიდებისთვის.

ქალწული

ახალი ნაცნობობა, ახალი შემოთავაზებები სამსახურსა თუ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით საკმაოდ წარმატებული უნდა იყოს. მეტად კონცენტრირდით საქმეზე.

სასწორი

მოერიდეთ ახალ წამოწყებებს. იყავით მეტად დამთმობი, კოლეგებთან და პარტნიორებთან უკეთესი იქნება კომპრომისზე წასვლა.

მორიელი

ახალი, სასარგებლო ინფორმაციები შეიძლება მიიღოთ, რომლებიც მომავალში საკმაოდ კარგ მოგებას მოგიტანთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსანი

თქვენს ირგვლივ შესაძლოა ინტრიგებმა იჩინოს თავი, თუმცა გარკვეულწილად თქვენც იქნებით ამის მიზეზი. ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოს.

თხის რქა

ჯიუტად მიიწევთ წინ. ბევრი საქმე გაქვთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გარემოება ხელს გიწყობთ ახალი კონტაქტებისა და კავშირებისთვის.

მერწყული

თქვენს წინ ბევრი ახალი შესაძლებლობაა, თუმცა კარგი ანალიზიც გჭირდებათ მაცდუნებელი საკითხების შეფასებისთვის. ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე იმაზე მეტს ვიდრე შეგიძლიათ.

თევზები

ილუზიებისგან გათავისუფლების დროა. ნუ დაადანაშაულებთ სხვებს, რაშიც თავადაც მიგიძღვით წვლილი. გააანალიზეთ სიტუაციები და გახსოვდეთ, რომ ცხორებაში ყველაფერი სამყაროს ალგორითმით ვითარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system