თავში

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის დაბნელებაა (პიკი13:29 სთ-ზე). მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იყავით ფრთხილად გზებზე და საჭესთან. არასასურველი პერიოდია სამედიცინო მანიპულაციებისთვის.

ვერძი

ეს დღე ბალანსის აღდგენასა და სამართლიანობის დაცვას მიუძღვენით, იყავით ლმობიერი და ნუ გაკიცხავთ სხვებს რათა შემდეგ თქვენ არ გახდეთ განსჯის საგანი. გახსოვდეთ რომ წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი გამართლებული არ არის.

კურო

იმოქმედეთ თავდაუზოგავად, ახლა მოდუნების დრო არ არის, გაიქარწყლეთ შიშები და საკუთარი თავის სიბრალული. მხოლოდ შეუპოვარი შრომით მიაღწევთ წარმატებას. ახლანდელი ქმედება და შედეგები განსაზღვავს თქვენს მომავალს.

ტყუპები

შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს ძველი ურთიერთობები და საჭირო გახდეს ოჯახის წევრების პრობლემებში გარკვევა. იყავით სამართლიანი და გულისხმიერი, ახლა თქვენი თანადგომა ახლობლებს ძალიან სჭირდებათ.

კირჩხიბი

მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს, დაიცავით თავი არასასურველი სიტუაციებისა და გავლენებისგან, მარტივი პრაქტიკებით, რადგან თქვენი წარმატების გზაზე თავი არ იჩნოს დაბრკოლებებმა.

ლომი

იზრდება თქვენი გავლენა, ავტორიტეტი და შემოსავლები, სასიკეთოა კოლექტიური საქმიანობა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთად. თავი შეიკავეთ მნიშნელოვანი საყიდლებისგან.

ქალწული

წარმატებით გადაჭრით პრობლემატურ საკითხებს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გამოიყენეთ ეს დრო და ეს შესაძლებლობები. იაქტიურეთ სანამ ვარსკვლავები ხელს გიწყობენ.

სასწორი

რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარეთ ფინანსური სირთულეები და შეასრულეთ დაპირებები. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძალას შეგმატებენ და ოპტიმიზმით აგავსებენ.

მორიელი

წარმატებით გადაჭრით ფინანსურ და სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს, მთავარია იყოთ ენერგიული და იმოქმედოთ გეგმის მიხედვით, არ გაგიტაცოთ ცდუნებამ, მხოლოდ გონივრული რისკია გამართლებული.

მშვილდოსანი

ახლა დროა თავად აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება. ენდეთ შინაგან ხმასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ გონივრულად. საკუთარი თავის რწმენა დაგეხმარებათ საქმეების წარმატებით წარმართვაში.

თხის რქა

დაიხმარეთ ვიზუალიზაციის ტექნიკები და რეალობად აქციეთ თქვენი ჩანაფიქრები, შრომა მნიშნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია თქვენი განწყობა და ფიქრები. ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.

მერწყული

თავი შეიკავეთ უფროსებთან და ზოგადად სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გარჩევებისგან. ახლა არც სამუშაოს შეცვლას გირჩევთ. ზომიერება გამოიჩინეთ ფულის ხარჯვისას.

თევზები

შინ თუ გარეთ მოსალოდნელია პატარ-პატარა გაუგებრობები, რაც გუნება განწყობას გაგიფუჭებთ. შედარებით მარტივად გაუმკლავდებით ყველაფერს თუ ინტუიციას დაეყრდნობით და წინდახედულებას გამოიჩენთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system