თავში

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 14:29 დან - 16:53მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

თქვენი კეთილგონიერება და დიპლომატიური უნარები დღეს თავადვე გაგაკვირვებთ, ნებისმიერ საქმიანობაში მოგებული დარჩებით და უცხო ადამიანების მხარდაჭერასაც დაიმსახურებთ.

კურო

გამოიჩინეთ მოთმინება და ზომიერება, ეცადეთ ორიენტირებული იყოთ ძველი ვალდებულებების დასრულებაზე. მოერიდეთ გაუთვლელ დანახარჯებს.

ტყუპები

სწორად გათვალეთ პრიორიტეტები, შესაძლოა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. გონივრულად მართეთ თქვენი ბიუჯეტი. მნიშვნელოვანი შენაძენისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის.

კირჩხიბი

ეცადეთ განმარტოვდეთ, თავი შეიკავეთ კომუნიკაციებისგან და მეტი დრო დაუთმეთ თვითშემეცნებასა და იმ სიტუაციების გაანალიზებას, სადაც მეტი ბარიერები იქმნება.

ლომი

დაიცავით ზომიერება, გაითვალისწინეთ კომპრომისის ძალა, მაგრამ ნუ იმოქმედებთ საკუთარი პრინციპებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. დღეს გამართლებულია იმპროვიზაცია.

ქალწული

აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები, იყავით მეტად ლმობიერი. კრიტიკული შენიშვნებითა და მითითებებით შესაძლოა საყვარელ ადამიანებს ატკინოთ გული.

სასწორი

საქმიანი დღეა, გაქვთ ენერგიაც და განწყობაც იმისათვის რომ ყველა დავალებას დროულად გაართვათ თავი. დღის განმავლობაში გამოყავით დრო დასვენებისთვის.

მორიელი

მთლიანად მოცული ხართ საქმით, ამიტომ ეცადეთ საყვარელ ადამიანებსაც გამოუყოთ ცოტა დრო. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, სამყარო მუდამ გვესაუბრება, მთავარია ვისწავლოთ მისი მოსმენა.

მშვილდოსანი

იყავით დაკვირვებული და გონივრულად იმოქმედეთ. გადახედეთ თქვენს გეგმებს, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა კორექციასაც საჭიროებდეს. გაუმართლებლობის შემთვევაში ნუ დაღონდებით, მიიღეთ ყოველივე როგორც გაკვეთილი.

თხის რქა

იმოქმედეთ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ. იყავით მტკიცე და შეუპოვარი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას. თქვენ გაქვთ მიზეზი იამაყოთ საკუთარი თავით.

მერწყული

ბედნიერება დეტალებშია! დატკბით ცხოვრებით, ისიამოვნეთ ყოველი წუთით და გახსოვდეთ, რომ სამყარო ხალისიან ადამიანებს მეტად სწყალობს.

თევზები

გახსოვდეთ, რომ ვერავინ იქნება ბედნიერი თქვენს ირგვლივ თუ თავად არ იზრუნებთ საკუთარი თავის სიამოვნებაზე. დასახმარებლად შეგიძლიათ თქვენზე გამოცდილ და სტატუსით უფრო ზევით მდგომ ადამიანებს მიმართოთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system