თავში

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 06:20 დან 08:25 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იმოქმედეთ მშვიდად, შფოთის გარეშე, მოიშორეთ მელანქოლიური ფიქრები, დღეს ნუ გამოამზეურებთ თქვენს ნაკლოვანებებსა და სისუსტეებს.

კურო

გზებზე მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები, სასურველია მინიმუმამდე შეამციროთ მოგზაურობები, განსაკუთრებით კი თვითმფრინავით ფრენა.

ტყუპები

თქვენი ოცნებების ასრულებისთვის ნუ დაზოგავთ თქვენს ძალებს და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კირჩხიბი

ვარკსვლავები გირჩევენ დაუყოვნებლივ მოახდინოთ რეაგირება თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. ასევე მნიშვნელოვანია არ გადადოთ და დროულად შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები.

ლომი

პირად სფეროში გაგება და ჰარმონიული ატმოსფეროა. ნუ დაიწყებთ წარსულის ქექვას და ნურც ადრე დადებულ პირობას დაარღვევთ.

ქალწული

ახალი ცოდნისა და ახალი ინფორმაციების გამოყენებით შეგიძლიათ გრანდიოზულ გეგმებთან შეჭიდება.

სასწორი

თავი შეიკავეთ აგრესიის გამოვლენისგან. იყავით თავდაჭერილი, ნუ შეეცდებით შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.

მორიელი

დამღლელი და დამქანცველი დღის შემდეგ სასიამოვნო დასვენებისა და ძალების აღდგენის გარემო შეიქმენით.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს თქვენში შფოთმა დაისადგუროს, ნუ აჰყვებით მელანქოლიურ აზრებს, ნუ გარისკავთ, დამშვიდდით და დრო მეგობრების წრეში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს პარტნიორსა და ოჯახის წევრებს. ყველა საქმე დროულად აწარმოეთ და ნუ გადადებთ მათ სამომავლოდ.

მერწყული

იყავით ინიციატივიანი და ნუ დაელოდებით პირველ ნაბიჯებს სხვებისგან. სწორედ ამგვარი ქმედებით მიაღწევთ წარმატებებს მნიშვნელოვან საქმეებში.

თევზები

ახალი ემოციური ვნებათაღელვის, ახალი რომანების, ფლირტის დროა! თუ მარტო ხართ, შესაფერისი დროა იმისთვის რომ სიყვარულის ძიება დაიწყოთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system