თავში

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარკსვლავები დღეს არ გირჩევენ ახალი ურთიერთობებისა და საქმეების წამოწყებას. უფრო მეტად აქტუალურია პირად-სასიყვარულო საკითხები. ელოდეთ სიურპრიზებს.

კურო

საოჯახო და ზოგადად სახლთან დაკავშირებული საკითებით ხართ მოცული, მნიშნელოვანი შენაძენისთვის ახლა ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ დაკავდეთ ინტერიერის ცვლითა და გაფორმებით.

ტყუპები

სასურველი დღეა პირად-სასიყვარულო თემებისთვის. დატკბით თქვენი რეალობით. სასიკეთოა ბავშებთან ურთიერთობა. ხელოვან ტყუპებს დღეს შესაძლოა მუზა გეწვიოთ.

კირჩხიბი

მიანდეთ მიმდინარე მოვლენები თვითდინებას, უფრო მეტად ენდეთ სამყაროს. ნუ დაწვრილმანდებით დეტალებზე, ახლა ეს მხოლოდ გაართულებს ყველაფერს.

ლომი

გადალახეთ თქვენი სისუსტეები, იყავით მტკიცე და თავდაჯერებული. თქვენ ყველაფერს შეძლებთ! და თუ მაინც გარემოება საწინააღმდეგოზე მეტყველებს ნუ დაღონდებით, მალე ყველაფერი შეიცვლება.

ქალწული

მოუფრთხილდით ურთიერთობებს, ნუ დაიზარებთ მადლიერებისა და სითბოს გამოხატვას მათი მისამართით. გახსოვდეთ, ამ სამყაროში ყოველთვის ყველაფერი დროულია.

სასწორი

იცხოვრეთ დღევანდელი დღით, ნუ მიეცემით მწუხარებას წარსულის გაშვებული შანსების გამო. ყოველი ახალი დღე ახალ საშუალებებსა და სიახლეებს მოგიტანთ.

მორიელი

დაისვენეთ, მიეცით საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და ცდუნებას, თითოეული შემოთავაზება კარგად გააანალიზეთ.

მშვილდოსანი

არ ღირს წუხილი ხელიდან გაშვებულ შანსებსა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. მალე თავისუფალი სივრცე ახალი სიტუაციებითა და ადამიანებით შეივსება.

თხის რქა

მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ შეგრძნებებით. გაახარეთ ახლობელი ადამიანები თქვენი ყურადღებითა და მცირე სიურპრიზებით. ეს დადებითი ენერგია ისევ თქვენ აგიმაღლებთ გუნება-განწყობას.

მერწყული

მიჰყევით გაწერილ გეგმებს, მაგრამ მზად იყავით სამყაროს ახალი გამოწვევებისთვის. ახლა ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი.

თევზები

მთავარია შეინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებსა და უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას. გამართებულია იმპროვიზაცია და რისკი, მაგრამ გახსოვდეთ, ახლა გაწყვეტილი კავშირები დიდი ალბათობით ასეც დარჩება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system