თავში

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 12:15 დან 23:45 მდე, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება - რჩევები ასტროლოგ ქეთი ოდიშელისგან 

ვერძი

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებების მიღებისგან, იქნება ეს პირადი ურთიერთობები თუ საქმიანი სფერო. მეტი დრო დაუთმეთ თვითგარკვევასა და გარკვეული საკითების გაანალიზებას.

კურო

დაზოგეთ თქვენი ენერგორესურსი. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. განსაკუთრეული დრო დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, სწორად გათვალეთ ხარჯები.

ტყუპები

დღეს გჭირდებათ ოპტიმისტური განწყობა და თავდაჯერებულობა. იყავით დამოუკიდებელი, შესაძლოა თავი იჩინოს გარკვეულმა ხარვეზებმა სახლში ან სამსახურში. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.

კირჩხიბი

თქვენი მიმზიდველობა დღეს თვალშისაცემია გარშემომყოფებისთვის, გაითვალისწინეთ ეს სხვადასხვა მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრების წარმატებულად წარმართვაში დაგეხმარებათ.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დღეს ეცადეთ ნაკლებად იყოთ ინიციატორის როლში, დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით და მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ.

ქალწული

სამსახურში შესაძლოა მცირე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი, თუმცა ნუ დაღონდებით, ყველაფერი მალე დალაგდება. აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.

სასწორი

დღეს რეკომენდებულია მეტად საქმიანი იყოთ. დაასრულეთ ის საქმეები, რომელიც გარკვეული მიზეზებით ვერ მიიყვანეთ ბოლომდე. პირადი ურთიერთობების წამოწყებისთვის უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.

მორიელი

ნუ გადაიტვირთებით, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ჯანმრთელობასაც მეტად მიაქციეთ ყურადღება. ეცადეთ სამყაროს უფრო ნათელ ფერებში შეხედოთ.

მშვილდოსანი

დღის დასაწყისიდანვე განსაზღვრეთ მთავარი და მეორადი მნიშვნელობის საკითხები, რომელსაც ქრონოლოგიურად მიყვებით. ნუ გადაიღლებით და მოუფრთხილდით საკუთარ დროს.

თხის რქა

დღეს შესაძლოა გაუთვლელი საქმეები გამოგიხტეთ რაც აგაფორიაქებთ, მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიყვეთ ყველაფერს ქრონოლოგიურად. დღის ბოლოს განიტვირთეთ სასურველ გარემოში.

მერწყული

ეცადეთ შემოიფარგლოთ იმ საკითხების მოგვარებით, რომელიც უშუალოდ თქვენ გეხებათ. დაზოგეთ ენერგია, მეტი დიპლომატიით ნებისმიერ საქმეს მოაგვარებთ.

თევზები

ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა ძალიან წაგადგებათ დღეს, თქვენი განწყობა გადამდებია გარშემომყოფებისთვის. გაერთეთ, მოიარეთ საყვარელი ადგილები ახლოდისტანციაზე. ეს თქვენს ენერგოტონუსზე სასიკეთოთ აისახება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system