თავში

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 01:34 დან - 09:42 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

იყავით ორგანიზებული და დროულად დაასრულეთ ის საქმეები, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ. თუ სათანადო ყურადღებასა და გონიერებას გამოიჩენთ დღევანდელმა შრომამ შესაძლოა კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.

კურო

სასიკეთო დღეა, თქვენი შრომა, ასევე დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება უყურადღებოდ არავის რჩება. შესაძლოა მოგიმატონ ხელფასი, არის ასევე მოგების ალბათობა. ითამაშეთ ლატარია.

ტყუპები

იმისათვის რომ თავი გაართვათ მნიშვნელოვან საქმეებს გაითვალისწინეთ, თქვენს ტაქტიანობაზე, დიპლომატიის უნარზე და მოთმინებაზეა დამოკიდებული კარიერული წარმატება. თუ გაქვთ საშუალება მეტად დაისვენეთ, იყავით პასიურ მდგომარეობაში.

კირჩხიბი

სიახლეებით დახუნძლული დღეა, დაკავდით რაიმე მნიშვნელოვანით და გამოიყენეთ აქტიურად ამ დღის შესაძლებლობები, გარისკეთ გონივრულად, იმოქმედეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა.

ლომი

ნაყოფიერი დღეა, ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შემოქმედებითად მიუდექით, ეცადეთ ახლებურად მიუდგეთ ძველ საქმიანობას, მომგებიანია ფინანსურ თემებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. შესაძლოა მოგიწიოთ ქალაქგარეთ გასვლა.

ქალწული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, შესაძლოა შეტყობინება მიიღოთ ადამიანისგან, რომელმაც წარსულში გული გატკინათ. ასევე შესაძლოა წარმატებით დაგვირგვინდეს ადრე დაწყებული ფინანსური პროექტები.

სასწორი

იყავით დამოუკიდებელი, აქტიური და ინიციატორი ნებისმიერ საქმეში. გარისკეთ, ამგვარად მხოლოდ მოგებული დარჩებით. სასიკეთო დღეა პირად-სასიყვარულო საკითხებისთვის. შესაძლოა გაგაოცოთ სატელეფონო ზარმა.

მორიელი

თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების წარმოებისგან, ასევე არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება. დღე მეტად სასიკეთოა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

სასიკეთო დღეა კარიერული საკითხების მოსაგვარებლად, ფინანსური ოპერაციების, მოლაპარაკებებისა და სხვა აქტივობებისთვის, აი პირად სფეროში კი კარგად გაერკვიეთ როგორც საკუთარ თავში ასევე პარტნიორის მოთხოვნებში.

თხის რქა

საქმიანი და აქტიური დღეა, ნუ დაიხევთ უკან, იმოქმედეთ, დაუმტკიცეთ საკუთარ თავსაც და თქვენს კოლეგებსა და კონკურენტებს, რომ იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ ვიდრე მათ ჰგონიათ.

მერწყული

იცხოვრეთ იმ რეალობაში რომელშიც ხართ, თქვენ არც წარსულში ხართ და არც მომავალში. დატკბით, ისიამოვნეთ იმით რაც გაქვთ. ურთიერთობებში შესაძლოა დაპირისპირებამ და დაძაბულობამ იჩინოს თავი, ეცადეთ არ გაართულოთ სიტუაცია.

თევზები

მშვენიერი დღეა, ყველაფერს წარმატებით დაასრულებთ, მთავარია კონცენტრირდეთ ძირითად საქმეებზე. გქონდეთ მეგობრების მხარდაჭერის იმედი.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system