თავში

5 ყველაზე შემაწუხებლად ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი

5 ყველაზე შემაწუხებლად ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი
5 ყველაზე შემაწუხებლად ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი

მშვილდოსანი

ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნების ჩამონათვალში მშვილდოსანი მეხუთე ადგილს იკავებს. ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელი ზედმეტად მაღალი ტემპერამენტითა და ფიცხი ხასიათით გამოირჩევა.  მშვილდოსანი ეჭვებს დიდხანს მალავს, თუმცა ადრე თუ გვიან აუცილებლად იფეთქებს და რადიკალურ ზომებს მიიღებს.

ვერძი

მეოთხე ადგილი ვერძს ერგო. მშვილდოსანისგან განსხვავებით იგი საკუთარ ეჭვებს არ მალავს და პარტნიორს სიმართლეს პირდაპირ ეუბნება. თუ ვერძს ეჭვი ეპარება პარტნიორის ერთგულებაში, ის ამ ურთიერთობას აუცილებლად დაასრულებს. ამასთან, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ემოციებს ვერ თოკავენ და ხშირად ნანობენ მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს.

ლომი

ლომები მესამე ადგილზე არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ამაყები არიან. თუკი ისინი პარტნიორის ქცევაში ღალატის ნიშნებს ამოიკითხავენ, მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუებიან. ლომებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ, რომ ისინი ერთადერთი არიან. 

მორიელი

ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნების ჩამონათვალში მორიელები მეორე ადგილს იკავებენ. პარტნიორის მიერ მესამე პირისათვის ნათქვამმა ყველაზე უბრალო კომპლიმენტიც კი ამ ნიშნის წარმომადგენელმა ღალატად შეიძლება მიიჩნიოს. ამ ნიშნის წარმომადგენელს მკაცრად არ მოსწონს, თუ პარტნიორი გადაწყვეტს დროის გატარებას მის გარეშე. მათ სურთ, რომ მეორე ნახევრისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყვნენ.

თევზები

ზოდიაქოს ყველაზე ეჭვიანი ნიშანი თევზები არიან. ისინი უკიდურესად ემოციური, მგრძნობიარე და არაპროგნოზირებადები არიან. ყველაზე მოულოდნელი მიზეზების გამოც კი შეიძლება რომ თევზმა იეჭვიანოს. თევზების განწყობა ძალიან სწრაფად იცვლება, თუ ერთ წამს მოსიყვარულეები არიან, მეორე წუთს შეიძლება რამემ განარისხოს და მთელი მისი რისხვა მის პარტნიორს დაატყდეს თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system