თავში

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 17:29 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, გამოიყენეთ ამისთვის სოციალური ქსელებიც, შესაძლოა გაიცნოთ ძალიან საინტერესო იდეების მქონე ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას.

კურო

დიდია ალბათობა დახმარებისთვის მოგმართონ, რამაც შესაძლოა დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. ნუ მოგერიდებათ უსარგებლო კავშირებზე უარის თქმა, მალე ახალი ადამიანები შეავსებენ ამ სიცარიელეს.

ტყუპები

მატულობს თქვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობები, მაგრამ იზრდება სარგებელის დონეც. გაიხალისეთ ცხოვრება და იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე.

კირჩხიბი

შეგიძლიათ გულღიად ისაუბროთ თვენს გეგმებსა და საქმეებზე, არის ალბათობა მხარდამჭერები და თანამოაზრეები გამოჩნდნენ, იყავით უშუალო თუმცა არც თქვენი ღირსების წარმოჩენა დაგავიწყდეთ.

ლომი

ნუ აჰყვებით ჭორებსა და მითქმა მოთქმას, სხვათა ინტრიგებს, იყავით მომთმენი, თავდაჭერილი და წარმატება გარანტირებულია.

ქალწული

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რათა სხვათა შეცდომების გამო თქვენ არ დაგჭირდეთ მათ გამოსასწორებლად დიდი ძალისა და ენერგიის ხარჯვა.

სასწორი

არის ალბათობა დიდი ცვლილებები შეიტანოთ ყოველდღიურობაში, რაც მეტად გაგიადვილებთ შრომას. კარგი იქნება თუ საკუთარი თავისთვისაც გამოძებნით დროს.

მორიელი

შეეცადეთ გაუგებრობები და საკამათო სიტუაციები არ გააჭიანუროთ და დროულად გაარკვიოთ, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ურთიერთგაგება გარშემომყოფებთან.

მშვილდოსანი

დღეს, შეგიძლიათ მოიძიოთ თანამოაზრეები, აწარმოეთ მოლაპარაკებები საქმიან სფეროში, ენდეთ ინტუიციას და ყველაფერს გაუმკლავდებით, რაც არ უნდა რთული იყოს ეს საქმე.

თხის რქა

სასურველია მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ თვენს საიდუმლოსთან დაკავშირები და ნუ ენდობით მათ, ვინც ერთხელ უკვე დაგაღალატათ, არის მოტყუების ალბათობა.

მერწყული

ფინანსურ სფეროში წარმატების შანსები მატულობს, გამონახეთ გზა კარიერულ საკითხებში წინსვლისკენ , დიდი ალბათობით თქვენით დაინტერესდებიან.

თევზები

წარმატება თან გდევთ. ვარსკვლავები ყოველი მხრიდან მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას გპირდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system