თავში

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 11:11 დან 13:28 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ამბიციები კარგია, მაგრამ არა ამჯერად. თქვენი გონიერებით შეძლებთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა და წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო საკითხებშიც.

კურო

მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე ყოფნას, მეტი იმოძრავეთ, მოიწესრიგეთ კვებისა და ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ.

ტყუპები

თუ განწყობა დაგიქვეითდათ, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, კარგი იქნება კორექტივების შეტანა თქვენს გეგმებსა და შეხედულებებში.

კირჩხიბი

თუ გარკვეული საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა გაგიჭირდათ თამამად მიმართეთ მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს. გქონდეთ მათი დახმარების იმედი, იყავით ოპტიმისტი.

ლომი

დაგეგმეთ შეხვედრები, მარტოხელა ლომებს შესაძლოა ბედმა გაუღიმოს და ამურის ნატყორცნი ისარი სწორედ მისკენ გამოფრინდეს.

ქალწული

დიდია ალბათობა კარგად და სანიმუშოდ შეასრულოთ საქმეები და მიიღოთ მნიშვნელოვანი სარგებელი ან კმაყოფილება და ბედნიერება მოგიტანოთ მიღწევებმა.

სასწორი

სასიკეთო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ადრე დაწყებული სამუშაოს დასასრულებლად.

მორიელი

შეგიძლიათ თავი გაინებივროთ საყიდლებით, მატულობს თქვენი შარმი, სექსუალურობა. კარგია დღე ასევე პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენ მეორე ნახევართან გარკვეულ გაუგებრობას ჰქონეს ადგილი. ფრთხილად, დაიცავით ზომიერება, ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას.

თხის რქა

გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა, იარეთ სუფთა ჰაერზე. გაიკაჟეთ ორგანიზმი. ურთიერთობებში მეტად წინდახედული და ჰუმანური იყავით.

მერწყული

შეგიძლიათ მიხედოთ მნიშვნელოვან საქმეებს, ახლა თქვენი შრომა პროდუქტიული და შედეგიანი იქნება.

თევზები

მოაწესრიგეთ თქვენი გარემომცველი სივრცე, მოზომეთ სიტყვები, რათა დაუფიქრებელი ქმედებით ტკივილი არ მიაყენოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system