თავში

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს.

კურო

კარგია თუ დღეს ეცდებით განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები

პირად საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა მეტად სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ, ან გადაწყვიტოთ რომ წინ უკეთესი პერსპექტივები გექნებათ და წერტილი დაუსვათ ახლანდელ ურთიერთობას.

კირჩხიბი

მოულოდნელად შესაძლოა ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენში დიდ ინტერესს იწვევდა, ასევე შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ მასთან საერთო ინტერესებიც გაერთიანებთ.

ლომი

მეტად დაისვენეთ და შეეცადეთ გამხიარულდეთ. იურთიერთეთ სასიამოვნო და უფროს ადამიანებთან, გამოიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.

ქალწული

პირადი და სოციალური ცხოვრება მეტად საინტერესო და მაცდურია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. სიყვარულის მაძიებლებისთვის კი ახალი ნაცნობობა შესაძლოა საინტერესოდ განვითარდეს.

სასწორი

სიმშვიდე და წესრიგი თქვენი განწყობის მამოძრავებელი ძალაა, არის ალბათობა დაინტერესდნენ თქვენი პერსონით...თუ მეწყვილე არ გყავთ ამ დღეს კარგი შანსი გეძლევათ...

მორიელი

ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელსაც ვერ შეასრულებთ, ნუ აუბნევთ გზას სხვებს, მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სურვილებში.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელს უწყობს ახალ ნაცნობობას, გამონახეთ დრო რაიმე სიახლისთვის, გახალისდით, აიმაღლეთ გუნება-განწყობა.

თხის რქა

პირად საქმეებში წარმატებების ალბათობა მატულობს, ელოდეთ ასეთ საკითხებში მეგობრების თანადგომას, ვარსკვლავური რჩევა - თქვენს პირად ცხოვრებასა და საიდუმლოებებში ნუ ჩარევთ ახალ ნაცნობებს.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან და იზრუნეთ თქვენს ირგვლივ კომფორტული გარემოს შექმნაზე.

თევზები

უფრო მეტი სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებთ ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი მოპოვებული ინფორმაციითა და ძალისხმევით შეძლებთ უსიამოვნო მოვლენების აღკვეთას. იზრუნეთ საკუთარ თავზეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system