თავში

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან სიფრთხილეც საჭიროა, განსაკუთრებით ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, რომელთა გავლენაც შესაძლოა საშიშიც იყოს.

კურო

ნუ გადადებთ და მშვიდად დაასრულეთ აუცილებელი საქმეები. იმოქმედეთ მორალური პრინციპებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გაერკვიეთ სიტუაციის არსში და ეძებეთ გზები შინაგანი მდგომარების მოსაწესრიგებლად.

ტყუპები

შეეცადეთ აღადგინოთ ძველი ურთიერთობები, თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემებთან გამკლავებას და შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი

ენერგიის მოზღვავების, გამოღვიძების პერიოდია, სადღაც ქრება დაბნეულობა და მელანქოლია, ჩნდება მოულოდნელი აზარტულობა და აგრესიულობა, ახალი იდეები და ემოციები, რომლებიც თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპთან მიგაახლოვებთ.

ლომი

ნუ მისტირით წარსულს, არ არის საჭირო ნოსტალგია და სევდა, წარსულის აჩრდილების გამო. გაწყვიტეთ ენერგეტიკული ჯაჭვები და მიესალმეთ გაზაფხულს, რომელიც დიდ სასიხარულო ცვლილებებს და საჩუქრებს გპირდებათ.

ქალწული

ნუ მოექცევით ილუზიების ტყვეობაში. ყური მიუგდეთ რჩევებს, გულის კარნახს, გათავისუფლდით წყენებისა და უიმედობისგან, დაკავდით ყოველდღიური საქმეებით, მალე ყველაფერი დალაგება.

სასწორი

რაღაც საიდუმლოს შესაძლოა სწორედ დღეს აეხადოს ფარდა და შესაბამისად შეცვლით თამაშის წესებსაც, ახლა ინიციატივა თქვენს ხელშია.

მორიელი

შესაძლოა ძველ საქმეებთან დაგჭირდეთ მიბრუნება. ეცადეთ იყოთ რესლისტი და ნუ გახვალთ სინადვილის, აწმყოს საზღვრებს გარეთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს მოგიწიოთ ერთგულებისა და საკუთარი შეხედულებების, პოზიციების დამტკიცება. განაახლეთ გარდერობი, ემზადეთ მეგობრებთან საქმიანი შეხვედრებისთვის, ჭკვიანურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

თხის რქა

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, ფრთხილად შეაფასეთ მოვლენები, მოდუნდით და ემზადეთ სამომავლო ნახტომისათვის.

მერწყული

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ქმედებებში, საჭიროა ახალი ხედვა ახალი სტრატეგია, ცოტა მოთმინება და ყველაფერი დალაგება.

თევზები

მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი როგორც გონებიდან, ასევე თქვენი სივრციდან, გაიხსენეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტები, გაიხალისეთ ცხოვრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system