თავში

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 05:27დან - 11:18მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ნუ ჩაიკეტებით სახლში, გადით ბუნებაში ახლობელ ადამიანებთან ერთად, ამგვარი დასვენება ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ და განწყობასაც გამოგიკეთებთ.

კურო

ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრის გამოხატვისას, თქვენი შესაშური დიპლომატია და მოთმინების უნარი დღეს განსაკუთრებით გამოგადგებათ როგორც საქმიან ასევე საოჯახო საკითხებში.

ტყუპები

დატკბით ცხოვრებით, სამყარო დღეს თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია. განიტვირთეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, სასიკეთოა ასევე მოგზაურობა.

კირჩხიბი

შესაძლოა შფოთმა შეგიპყროთ. მეტად დაისვენეთ, შემოიფარგლეთ მხოლოდ აუცილებელი საქმეებით და საღამო ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ლომი

ნუ აჰყვებით კონფლიქტებსა და პროვოკაციებს გარშემომყოფების მხრიდან, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაალაგეთ პირადი ცხოვრება და დაზოგეთ დრო და ენერგია, ნუ შეეცდებით სხვების პრობლემების მოგვარებას.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. იმუშავეთ გუნება-განწყობის ამაღლებაზე, გახსოვდეთ, რომ მეგობრები მუდამ მზად არიან თქვენს მოსასმენად და დასახმარებლად.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, რაც შემდეგ თქვენს განწყობაზეც მნიშვნელოვნად აისახება. მეტი გაგებით მოეკიდეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

მორიელი

ნუ იქნებით ორიენტირებული მხოლოდ შეგრძნებებზე, მოუსმინეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, დააკვირდით სიტუაციას, გააანალიზეთ რა არის საჭირო ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენისთვის.

მშვილდოსანი

მეტი დრო დაუთმეთ სამსახურეობრივ საკითხებს, ახლა ხელმძღვანელობა თითქოს ყოველ თქვენს ნაბიჯს აკონტროლებს. იყავით თავშეკავებული და საქმით დაამტკიცეთ თქვენი უპირატესობა.

თხის რქა

ახლა ინიციატივის გამოჩენისა და აქტიურობის დრო არ არის, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

მერწყული

ახლა საყიდლებისთვის საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ არის, დღეს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საბუთებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე და საჭესთან.

თევზები

მიუხედავად სირთულეებისა ყველაფერს ბრწყინვალედ გაართმევთ თავს, მთავარია საკუთარი თავის რწმენა! ნუ მოინდომებთ ყველა საქმესთან ერთიანად შეჭიდებას, დაზოგეთ ძალები და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system