თავში

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტუალურია მგზავრობის, გადაადგილების თემა. იყავით ყურადღებით, არის დანაკარგების ალბათობა, მოუფრთხილდით ძვირფას ნივთებს.

კურო

ნელნელა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება, უნდა გადაერთოთ ოჯახისა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებიდან  სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე.

ტყუპები

მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინეთ ძველი ურთიერთობების აღსადგენად. მყისიერად მოაგვარეთ უთანხმოებები და წარმოქმნილი პრობლემები.

კირჩხიბი

კარგი მომენტია რომანტიული ურთიერთობებისა და ნაცნობობისთვის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სძლიეთ შფოთსა და გაღიზიანებას. ნუ მოიქცევით დაუფიქრებლად და შეინარჩუნეთ წონასწორობა.

ლომი

შემოქმედებითი აღმავლობისა და დიდი საქმეების დრო დადგა, სასიკეთოა საქმიან პარტნიორებთან ერთად რაიმე ახალ პროექტზე მუშაობა.

ქალწული

იყავით თავდაჯერებული და ეცადეთ სწრაფად აღკვეთოთ პრობლემები და ხარვეზები რაიმე მოულოდნელი შემთხვევისა, თუ გაურკვეველი ვითარების შემთხვევაში.

სასწორი

დღეს პასუხის გარეშე ჯობია დატოვოთ არაკეთილმოსურნეთა უადგილო რეპლიკები და გამოხტომები, მყუდრო გარემო თქვენი ოჯახის მშვიდობიან ატოსფეროს კიდევ უფრო ჰარმონიულს გახდის.

მორიელი

პირად ურთიერთობებში სრული იდილიაა, თუ პარტნიორს დაშორდით და ამას ახლა ნანობთ, ის დროა მასთან ურთიერთობა აღადგინოთ. შესაძლოა ბავშებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება იყოს აქტუალური.

მშვილდოსანი

შეეცადეთ შეიცვალოთ გარემო, მოიპატიჟეთ თანამოაზრეები, გაუხსენით მათ გული, ეს არა მარტო სასიამოვნო იქნება ყველასთვის, არამედ სასარგებლოც.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მიმართეთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. მოიმარაგეთ ზამთრისთვის საჭირო პროდუქტები, კონსერვები, წესრიგში მოიყვანეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მერწყული

ახლა ძალიან მოგიხდებათ ქალაქგარეთ მოგზაურობა და გარემოს შეცვლა, ამგვარად მიიღებთ სასიამოვნო ემოციებს, დაიმუხტებით ახალი ენერგიით და აიმაღლებთ გუნება-განწყობას.

თევზები

თამამად გასწიეთ სავაჭრო ცენტრებისკენ, შეიძინეთ რაიმე როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების სიამოვნებისთვის, დაკავდით იმ საქმიანობით რაც გაგახარებთ და ძალებს შეგმატებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system