თავში

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

​8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

უგეზო მთვარეა 00:01 დან 11:30 მდე, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დაისვენეთ, განიტვირთეთ მეგობრებთან ერთად, აღიდგინეთ ძალები. დაისახეთ სამომავლო მიზნები.

კურო

თქვენი განწყობითა და ენერგეტიკით მარტივად დაალაგებთ სასიყვარულო ურთიერთობებს, მათ ვისაც მეწყვილე არ გყავთ იაქტიურეთ, შესაფერისი დროა ამისთვის.

ტყუპები

იზრუნეთ ენერგოტონუსისა და განწყობის ამაღლებაზე. ყურადღება მიაქციეთ ასევე ჯანმრთელობას. ნებისმიერ საჭირო სიტუაციაში შეგიძლიათ გქონდეთ თანამოაზრეებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი.

კირჩხიბი

მიჰყევით დღის ჩვეულ საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე. საღამოს შესაძლოა მცირე სიურპრიზმა გაგახაროთ.

ლომი

შეიქმენით ამაღლებული განწყობა, თქვენი შინაგანი მუხტი სხვებისთვის დიდი მოტივაციის მომტანი იქნება. შესაძლოა მიგიპატიჟონ წვეულებაზე სადაც საკმაოდ საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.

ქალწული

მეტად დაკავდით საკუთარი თავით, შეიქმენით კომფორტი. ნუ ჩაერევით სხვადასხვა გაუგებრობებში, რომელიც თქვენ ნაკლებად გეხებათ. საღამოს მოიწყვეთ რომანტიული ვახშამი თქვენს მეწყვილესთან ერთად, ან გაერთეთ მეგობრების წრეში.

სასწორი

დაიცავით ემოციური ბალანსი. შემეცნებითად განვითარდით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მორიელი

ივარჯიშეთ, მოაწესრიგეთ პირადი სივრცე, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, კვების რაციონს. დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელიც სტრესს არ უკავშირდება.

მშვილდოსანი

დღე კარგია ახალი წამოწყებებისათვის, მაგრამ გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა და მოთმინება. ასევე ნაყოფიერია დღე რომანტიული ურთიერთობებისთვის.

თხის რქა

ჯობია ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იმიჯზე. მოაწესრიგეთ პარტნიორული ურთიერთობები. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაერთეთ მეგობრების წრეში.

მერწყული

დღე ნაყოფიერია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე პირად-სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად და მათთვის ვინც სიყვარულის ძიებაშია. იყავით მეტად გახსნილი ახალი ნაცნობობისათვის.

თევზები

დღეს შესაძლოა გარკვეული ეჭვები დაგეუფლოთ, ნუ აყვებით მსგავს ემოციებს, ჯობს საკუთარი თვითშეფასების ამაღლებით დაკავდეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system