თავში

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თვალი ადევნეთ მიმდინარე მოვლენებსა და ახლობელ ადამიანთა რეაქციებს, იზრუნეთ მათზე და გაითვალისწინეთ რომ ოჯახური მყუდროება და ბედნიერება ადამიანისთვის ყველაზე მთავარია.

კურო

შეაფასეთ პერსპექტივები და იმოქმედეთ გარემოებების მიხედვით, ახლა მეტად მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები.

ტყუპები

რამდენიმე საქმეს დიდი ალბათობით თქვენით, დამოუკიდებლადაც გაართმევთ თავს, აი სხვები კი თქვენზე იქნებიან დამოკიდებული. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ იფიქრეთ მასში სიახლეების შეტანასა და მის გაფართოვებაზე.

კირჩხიბი

მეტად მოგებული დარჩებით თუ კონკურენტებთან ბრძოლის ნაცვლად მათ გამოცდილებას გამოიყენებთ, უარს ნუ იტყვით სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებზე, რადგან დიდი ალბათობით საქმეები თქვენს საკეთილდღეოდ განვითარდება.

ლომი

თქვენი ფიზიკური და ინტელექტუალური ძალები სასურველია ყველა მიმართულებით გადაანაწილოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, თუმცა გახსოვდეთ რომ თქვენი მფარველი მნათობი - მზე არ მოგაკლებთ თავის ძალებსა და წყალობას.

ქალწული

გაითვალისწინეთ, რომ ახლა ძველი მეთოდებით ხელმძღვანელობა გაცილებით წარმატების მომტანია ვიდრე ახალი და არა გამოცდილი ხერხებით სვლა. შეეცადეთ ახალ პირობებთან სწრაფად ადაპტირდეთ.

სასწორი

ყველაფერი ჩვეული რითმით მიმდინარეობს, არც მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება, მაგრამ მიუხედავად ამისა ნუ მოადუნებთ ყურადღებას და აქცენტები დასვით პრიორიტეტებზე.

მორიელი

კარგი პერიოდია იმისთვის რომ გაერკვეთ საკუთარ თავში, არ დაკარგოთ დრო და გონივრულად იმოქმედეთ ძველ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი

ახლა კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, მაგრამ ახალი საქმიანობისგან ჯერ თავი შეიკავეთ. მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები საქმიანობის სფეროში.

თხის რქა

ეცადეთ მეტად აკონტროლოთ სიტუაციები, თვალყური ადევნეთ მოვლენების განვითარებას, რათა ადეკვატურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო გიგზავნით.

მერწყული

სიახლეებითაა დღე დახუნძლული, შესაძლოა თქვენი თავიცა და მთლიანად სამყაროც ახლებურად დაინახოთ. გონივრულად გადაანაწილეთ დრო და მოიძიეთ შემოსავლის ალტერნატიული წყარო.

თევზები

თქვენ იმაზე დიდი პოტენციალი გაქვთ ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ, არის გარკვეული სირთულეები, ამიტომ მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, ითათბირეთ კოლეგებთან და გამოცდილ ადამიანებთან, იჩქარეთ სანამ დრო თქვენს სასიკეთოდ მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system