თავში

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

სასურველია დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.

კურო

დაუვიწარი იქნება დღევანდელი საღამო, არის ალბათობა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, რომლის მოგვარებასაც აქამე ამაოდ ცდილობდით.

ტყუპები

ის, რაც თქვენში ხდება თავს უსუსურ, გამოუცდელ ადამიანად გაგრძნობინებთ და იმდენად შეგაშფოთებთ, რომ მზად ხართ უარი თქვათ ყოველგვარ ნორმებსა და სტანდარტებზე, იმაზე რაც აქამდე გწამდათ და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.

კირჩხიბი

დაკავდით რაიმე სასარგებლო საქმიანობით ოჯახურ გარემოში ან გაიხსენეთ თქვენი მივიწყებული ჰობი, შექმენით საინტერესო ესკიზები, შეცვალეთ სამოსის სტილი ან სულაც რაიმე კულინარიული შედევრი „შექმენით“ და იდღესასწაულეთ.

ლომი

ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, ირგვლივმყოფ ადამიანებს, მათ ქმედებებს, საუბარს და აუცილებლად გააკეთებთ შესაბამის დაკსვნებს სამოქმედოდ. სასიკეთოა ცურვა და ვარჯიში ენერგეტიკული ბალანსისთვის.

ქალწული

მოინახულეთ ახლობლები, მეგობრები, გაისეირნეთ ბუნებაში მათთან ერთად, გამოაფხიზლეთ გადაღლილი გონება და აივსეთ სული და ფიზიკური სხეული ჯანსაღი ენერგიებითა და პოზიტივით.

სასწორი

ნუ აჰყვებით აბეზარ ფიქრებსა და მოგონებებს, ისინი არა მარტო თქვენს გუნება-განწყობაზე აისახება ნეგატიურად, არამედ ენერგიასაც გამოგაცლით და გამოგფიტავთ, მუქ ფერებში დაგანახებთ ცხოვრებას. აჯობეთ საკუთარ თავს.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, სჯობს მიირთვათ ჩვეული კერძები მცირე ულუფებით და თავი შეიკავოთ ეგზოტიკური გემრიელობებისგან. სასურველია გონება დაასვენოთ სამსახურეობრივ თემებზე ფიქრისგან.

მშვილდოსანი

შექმენით მყუდრო ატმოსფერო თქვენს ირგვლივ და დაკავდით არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლოა რაიმე საკითხი გაურკვევლობას იწვევს თქვენში ან თქვენი პროფესიისთვის, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოიძიეთ საჭირო ლიტერატურა, წიგნები, და ისწავლეთ...

თხის რქა

ნაკლები იფიქრეთ საქმეებზე და მეტი გართობისა და მოდუნების საშუალება მიეცით საკუთარ თავს. სასიკეთოა სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია, მოიფიქრეთ რაიმე დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გასატარებლად.

მერწყული

მოსალოდნელია ახალი რომანტიული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილად იქნება, თუმცა არაფერია გამორიცხული... იქნებ სამუდამოდაც?!...

თევზები

თავი დაანებეთ შემოვლით გზებს და პირდაპირ განაცხადეთ თქვენი სურვილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სადავეები სხვების ხელში აღმოჩნდება და დაიგვიანებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system